logo_geo
Prada-ს იმპერია: მიუჩია 73 წლის გახდა
- +

10 მაისი. 2022. 22:49

 

 

დღეს მიუჩია პრადას 73 წელი შეუსრულდა. ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული დიზაინერის იუბილეზე გავიხსენებთ მის საუკეთესო კოლექციებს.

 

მიუჩია პრადა საოცარი ქალია. 40 წელია ის მართავს მსოფლიოში ცნობილ Prada-ს მოდის სახლს, წელიწადში 7 კოლექციას უშვებს და ყოველ ინტერვიუში არ იღლება გამეორებით: „ბევრი უნდა იმუშავო“. Prada-ს კოლექციები ერთი ნახვით ვერ შეგიყვარდებათ: ეს არის ინტელექტუალური მოდა, რომელიც კარგად უნდა დააგემოვნოთ.

 

PRADA 2003 წლის გაზაფხული-ზაფხული

 

"აკეთო ის, რასაც შენგან მოელიან, არაფრის კეთებას ნიშნავს ."2003 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან ყველა ლუქი დღეს შეიძლება გაიმეოროთ. მაშინ ნეონის ჩრდილები, ბოდიები, შორტები და ულტრა მოკლე ქვედაბოლოები, 1960-იანი წლებიდან, სპორტული სათვალეები რაღაც ახალი, მოულოდნელი და, შესაბამისად, უფრო მიმზიდველი იყო. სხვათა შორის, პოდიუმზე ნატალია ვოდიანოვა და ჟიზელ ბუნდჰენი ბრწყინავდნენ.

 

 

big_banner
არქივი