logo_geo
ფილმი Don’t Worry Darling და ჰარი სთაილსი ერთ-ერთ მთავარ როლში
- +

11 მაისი. 2022. 20:30

 

 

ფილმში ასევე მთავარი როლის შემსრულებელი, ფლორენც პუგი, კალიფორნიის უდაბნოში, იდილიურ, ექსპერიმენტებით აღსავსე საზოგადოებაში საკუთარ პარტნიორთან, ჰარი სთაილსის გმირ ჯეკთან ერთად ცხოვრობს. მთავარი თავგადასავალი სწორედ აქედან იწყება, როდესაც პუგის პერსონაჟი ალისი, საკუთარი პარტნიორის შესახებ ამოუცნობ გარემოში იწყებს კითხვებზე პასუხების ძიებას. ფილმის ტრეილერი მაყურებელმა უკვე იხილა, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, რა აქვს ჩაფიქრებული უაილდს. ფილმით დაინტერესებულ ადამიანებს, მოცდა 2022 წლის 23 სექტემბრამდე მოგიწევთ.

 

 

ფილმის სცენარი ,,Booksmart’’-ის მწერალმა ქეით სილბერბანმა, კერი ვან დეიკის და შეინ ვან დეიკის მოთხრობის მიხედვით დაწერა. პუგთან და სტაილსთან ერთად, ფილმში მონაწილეობენ: კრის პაინი, ჯემა ჩანი, კიკი ლეინი, სიდნი ჩენდლერი და ნიკ კროლი. ცნობილია ასევე ის ფაქტიც, რომ უაილდი რეჟისორის გარდა მეორეხარისხოვანი როლის შესრულებასაც აპირებს.

 

ფილმის პროდიუსერი ჰარი სთაილსის მეორე ნახევარი ოლივია უაილდი გახლავთ, 38 წლის მსახიობი და 28 წლის მომღერალი 2021 წელს დაქორწინდნენ, ჰარი კი ამ დღესაც განსხვავებულად ხალათში ჩაცმული ვიხილეთ.

 

 

 

big_banner
არქივი