logo_geo
ლედი გაგას ახალი სიმღერას „Hold My Hand“ ოსკარს უწინასწარმეტყველებენ
- +

12 მაისი. 2022. 23:14

 

 

36 წლის არტისტმა ლედი გაგამ ახალი სიმღერა გამოუშვა. სინგლს სახელწოდება გახლავთ „Hold My Hand“ რომელიც ფილმის Top Gun Maverick მთავარი საუნდტრეკია. გაგამ ,,საუკეთესო მსროლელის” სიქუელის მუსიკალური თემის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა.

 

ნიჭიერ მომღერალს და მუსიკოსს კრიტიკოსები უკვე დადებითად აფასებენ და როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, შესაძლოა ლედიმ ოსკარს კვალავ გამოჰკრას ხელი.

 

აღსანიშნავია, რომ მას უკვე აქვს ,,ოქროს კაცი” მიღებული ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის”. რომელიც მან ბრედლი კუპერთან ერთად შეასრულა და სრული მთავარი განხილვის თემადაც იქცა. ვნახოთ ახლა რას იზამს ვარსკვლავი...

 

აღსანიშნავია, რომ 1986 წლის შემდეგ, ფილმის – Top Gun გაგრძელება ეკრანებზე 27 მაისიდან გამოჩნდება. კინოსურათში მთავარ როლს, კვლავ ტომ კრუზი შეასრულებს.

 

ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. თავდაპირველად სამსახიობო კარიერა დაიწყო საშუალო სკოლის სპექტაკლებში. სკოლის შემდეგ იგი სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამხატვრო პროექტში „CAP21“, თუმცა მოგვიანებით საკუთარი ინიციატივით დატოვა უნივერსიტეტი და დაიწყო მუსიკალური კარიერის შექმნა. საკუთარი როკ ბენდის დატოვების შემდეგ გაგა მონაწილეობას იღებდა ქვემო ისტ-საიდის ავანგარდული ხელოვნების წარმოდგენებში, პარალელურად კი წერდა სიმღერებს გამომცემლობა Sony/ATV Music-ის შემსრულებლებისათვის. სწორედ ამ პერიოდში რეპერმა ეიკონმა შეამჩნია მისი ვოკალური შესაძლებლობები და შესთავაზა კონტრაქტის გაფორმება მუსიკალურ ლეიბლზე Interscope Records და ასევე საკუთარ ლეიბლზე Kon Live Distribution.

 

 

big_banner
არქივი