logo_geo
სელენა გომესმა ბოდიში მოიხადა მას შემდეგ რაც ჰეილი ბიბეის დაცინვაში დაადანაშაულეს
- +

13 მაისი. 2022. 21:32

 

 

სელენა გომესს ადანაშაულებენ ყოფილი მეგობარი ბიჭის, ჯასტინ ბიბერის მეუღლის ჰეილი ბიბერის დაცინვაში TikTok-ის ახალ ვიდეოში. მომღერალმა ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ არავის შეურაცხყოფას არ აპირებდა.

მომღერალი ჰეილის თაყვანისმცემლებმა გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც მომღერალმა TikTok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კანის მოვლაზე საუბრობდა. მომხმარებლებს მოეჩვენათ, რომ გომესი, საუბრისას, წარბებს ისე წევდა, როგორც ჰეილი სილამაზის ვიდეოებში და მსგავს ჟესტებს აკეთებდა, რის გამოც თაყვანისმცემლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს მოდელის დაცინვა იყო.

სელენამ განაცხადა, რომ არ აპირებდა ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენებას და ბოდიში მოიხადა. საზოგადოებას ვიდეოს წაშლასსაც დაჰპირდა.

მე მჯერა თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობისთვის ზარუნვა , წარმოდგენა არ მაქვს კონკრეტულად რა დავაშავე, მაგრამ ბოდიშს ვიხდი. ცუდი განზრახვა არ მქონია. ვიდეო მალე წაიშლება.

აღსანიშნავია, რომ სელენამ ადრე მიმართა თაყვანისმცემლებს ჰეილის ბულინგის შეწყვეტის თხოვნით და განაცხადა, რომ ის არ არის „ქალის დაშინების“ მომხრე.

 

 

ჰეილი ბიბერი სელენა გომესის თაყვანისმცემლების მხრიდან ჯასტინ ბიბერზე დაქორწინების შემდეგ ბულინგის წინაშე აღმოჩნდა - მომღერლის თაყვანისმცემლებმა მოდელი ჯასტინთან დაშორებაში დაადანაშაულეს.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა, ჰეილი აგრძელებს ბულინგზე ჩივილს. ცოტა ხნის წინ მან ვიდეოც კი ჩაწერა, რომელშიც განაცხადა, რომ "საკმარისი დრო გავიდა".

სელენა გომესი და ჯასტინ ბიბერი საბოლოოდ დაშორდნენ 2018 წელს და დაშორებიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ მან დაიწყო რომანი ჰეილისთან და მალევე დაქორწინდა. თავად სელენამ მათ ურთიერთობას ტოქსიკური უწოდა და აღიარა, რომ ჯასტინთან დაშორება გაუჭირდა.

 

 

big_banner
არქივი