logo_geo
ადრიანო ჩელენტანოსა და კლაუდია მორის 50-წლიანი სიყვარულის ამბავი
- +

14 მაისი. 2022. 00:05

 

 

ადრიანო ჩელენტანო და კლაუდია მორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განხილვადი წყვილია იტალიაში. მათი ქორწინებიდან უკვე 50 წელი გავიდა, ამის მიუხედავად, მაინც საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩებიან. ამ ტემპერამენტული წყვილის სიყვარულის ისტორია გადასაღებ მოედანზე დაიწყო და ისეთ მელოდრამაში გადაიზარდა, რომ კიდევ ერთი ფილმის სიუჟეტი აიგებოდა. ამდენწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ადრიანო და კლაუდია კვლავ ბედნიერი წყვილია.

 

 

როცა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს 1963 წელს, "ერთი უცნაური ტიპის" გადაღება მიმდინარეობდა. კლაუდიას მაშინ ადრიანოსთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია - მეტისმეტად უცნაური და ეპატაჟური მოეჩვენა.ადრიანო ლამაზი ქალის ასეთმა გულგრილობამ გააღიზიანა. ყველაფერს ცდილობდა, როგორმე მისი ყურადღება მიეპყრო. მრავალი მცდელობის მიუხედავად, კლაუდიას გული კვლავ მიუწვდომელი რჩებოდა. შემდეგ კი თავად ბედი ჩაერია მათ ურთიერთობაში... კლაუდიას უყურადღებობის გამო გადასაღებ მოედანზე სანათი გაუტყდა, ნამსხვრევმა კი ადრიანოს სახე გაუკაწრა.

 

 

ბოდიშის მოსახდელად რომ მიირბინა, სწორედ მაშინ იჩინა თავი სიყვარულის ცეცხლმა და დღესაც არ განელებულა.თავიდან კლაუდია ახალ შეყვარებულს გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის არ განიხილავდა. აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ტემპერამენტიანი იტალიელი სიყვარულში პირდაპირ საკუთარი კონცერტის მსვლელობისას გამოუტყდა.ამ არაორდინალურმა წყვილმა ღამის სამ საათზე გააფორმა ოფიციალურად ურთიერთობა, რათა აბეზარ პაპარაცებს არ გაეფუჭებინათ ეს ამაღლებული დღე.

 

 

ოჯახური ცხოვრების დასაწყისში კლაუდიამ ქალური სიბრძნე გამოიჩინა და გადაწყვიტა, მეტი დრო დაეთმო ქმარ-შვილისთვის, ვიდრე საკუთარი კარიერისთვის. ცოლი ადრიანოს ეხმარებოდა სამსახურებრივ საკითხებში, შეთავსებული ჰქონდა იმიჯმეიკერისა და ადმინისტრატორის ფუნქციები. სწორედ მის დამსახურებად თვლიდა ჩელენტანო თავის წარმატებას და მრავალრიცხოვან ნომინაციებში გამარჯვებას.

 

 

big_banner
არქივი