logo_geo
როგორ შეცვალა პლასტიკურმა ოპერაციებმა დემი მური - მსახიობის სილამაზის ევოლუცია
- +

14 მაისი. 2022. 00:16

 

 

დემი მურს არასდროს დაუმალავს, რომ სიბერის ძალიან ეშინია. ამიტომაც, სილამაზეზე ზრუნვა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. ხშირად საუბრობენ, რომ დემიმ დიდი ძალისხმევა და ფული დახარჯა, რომ სცენასა თუ გადასაღებ მოედანზე ებრწყინა. ბევრს ვარჯიშობდა და მუდმივად ცდილობდა, საკუთარი ძალების განახლებას.

 

ერთ-ერთი პირველი ოპერაცია დამწყები მსახიობისთვის უბრალოდ აუცილებელი იყო. ქირურგებმა გოგონა სტრაბიზმისგან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ კი მსახიობმა გადაწყვიტა, ცხვირის კორექცია გაეკეთებინა და პლასტიკურ ქირურგიას მიმართა. რინოპლასტიკა, მის შემთხვევაში, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

 

 

შემდეგი ნაბიჯი სახის ფორმის კორექცია იყო, რათა ის უფრო არისტოკრატიული და დახვეწილი გაეხადა. გაიკეთა ლიპოსაქცია და ზედმეტი ცხიმი მოიშორა. დემი მურმა გადაწყვიტა, რომ სხეულზეც უნდა განეხორციელებინა ცვლილებები. აღსანიშნავია, რომ გოგონას ისედაც შესანიშნავი ფიგურა ჰქონდა, ვარჯიშობდა და სწორ კვებას მიმართავდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მან ლიპოსაქცია გამოიყენა და სხეულიდან ზედმეტი ცხიმი მოიშორა.

გარდამტეხი მომენტი არა მხოლოდ მის კარიერაში, არამედ მსახიობის სილამაზის ევოლუციის პროცესში ფილმი "სტრიპტიზი" იყო. მსახიობმა მთელი თავისი ძალისხმევა ჩადო, რომ იდეალურად წარმოდგენილიყო ეკრანზე. ამის გამო, მამოპლასტიკასაც მიმართა. მსხვერპლი, სხვათა შორის, გაუმართლებელი აღმოჩნდა. ფილმმა ვერც დიდი შემოსავალი და ვერც კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა.

 

 

მშობიარობის შემდეგ დემი მურმა კიდევ არაერთხელ მიმართა პლასტიკურ ქირურგებს: მრავალრიცხოვანი ლიპოსაქცია და მკერდის აწევა მსახიობს ადრინდელი ფორმის დაბრუნებაში დაეხმარა. თუმცა გარეგნობის ყველა ექსპერიმენტს დადებითი შედეგი არ მოაქვს. ბოლო დროს მსახიობი არაერთხელ გააკრიტიკეს, რომ გადაჭარბებული პლასტიკური ოპერაციებისა და პროცედურების გამო პადრინდელი სახე საერთოდ დაკარგა.

მიუხედავად სილამაზის წარუმატებელი ექსპერიმენტებისა, დემი მურმა საკმაოდ გრძელი გზა გაიარა, რომ სასურველი იმიჯი და გარეგნობა შეექმნა. როგორ შეიცვალა მსახიობის გარეგნობა წლების განმავლობაში, იხილეთ ფოტოებზე:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი