logo_geo
ევა გრინმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ჯონი დეპს ემბერ ჰერდთან კონფლიქტში
- +

21 მაისი. 2022. 01:17

 

 

ვიდრე 58 წლის ჯონი დეპი და 36 წლის ემბერ ჰერდი აგრძელებენ სასამართლო პროცესს, არა მხოლოდ მათი თაყვანისმცემლები, არამედ ვარსკვლავური მეგობრებიც უჭერენ მხარს. ასე რომ, 41 წლის ვარსკვლავმა, ფილმების: "მეოცნებენი" და "მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის", ევა გრინმა, სოციალურ ქსელში დეპთან ერთად გადაღებული საარქივო ფოტო გამოაქვეყნა. მსახიობები დიდი ხანია მეგობრობენ და ერთად თამაშობდნენ ტიმ ბარტონის ფილმში "ბნელი აჩრდილები". ევას სურათს თანადგომი და მხარდაჭერის ტექსტი ახლდა: "ეჭვი არ მეპარება, რომ ჯონი მისი კარგი სახელით და მგრძნობიარე, ღია გულით გაუმკლავდება ამ ყველაფერს და ცხოვრება მისთვის და მისი ოჯახისთვის უკეთესი იქნება, ვიდრე ოდესმე", - წერს იგი.

 

გაითვალისწინეთ, რომ 2012 წელს გავრცელდა ჭორები დეპსა და გრინს შორის რომანის შესახებ, რომლებსაც იმ დროს ბარტონთან ჰქონდათ გადაღებები. არსებობს თეორია, რომ სწორედ ევა გრინის მიმართ განცდების გამო დაშორდა მსახიობი ყოფილ მეუღლეს, ვანესა პარადისს იმავე წელს. თუმცა მათი ურთიერთობა ოფიციალურად არ დადასტურებულა. როგორც არ უნდა იყოს, მსახიობები წლების განმავლობაში მეგობრობენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი