logo_geo
ჯიჯი ჰადიდი თუ ბელა ჰადიდი? - საზოგადოება კვლავ განიხილავს, სუპერმოდელი დებიდან რომელი უფრო კარგად გამოიყურება
- +

22 მაისი. 2022. 22:06

 

 

დები ჯიჯი და ბელა ჰადიდები არა მხოლოდ აქტიურად ჩაერთნენ შოუბიზნესში, არამედ მსიფლიოში როგორც ყველაზე მაღალანაზღაურებადი და ყველაზე მოთხოვნადი მოდელების ტიტული მოიპოვეს. თუმცა, ბევრისთვის საიდუმლოდ რჩება, რატომ არიან დები ასეთი განსაკუთრებულები და რა არის მათი პოპულარობის საიდუმლო. თუ ბელა მოდელებს შორის სახის დახვეწილი, პროპორციული ნაკვთებით გამოირჩევა, ჯიჯის, პირიქით, სულაც არ აქვს იდეალური სახის ნაკვთები, რაც სამოდელო სფეროში დიდ წარმატებას ხელს არ უშლის.

 

 

ჯიჯი უფროსი დაა და მისი უჩვეულო გარეგნობა წარმომავლობიდანაა განპირობებული. მის ძარღვებში პალესტინის სისხლი ჩქეფს და ასაკის მიუხედავად, უკვე არაერთი რეგალია და ტიტული მიენიჭა. ცნობილ ბრენდებთან სარეკლამო კონტრაქტები, ასევე Tom Ford-ის სახე და Victoria's Secret-ის მოდელი - ითვლება, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი მრავალფეროვანი სამოდელო გამოცდილების უკან ბევრი შრომა და თავდადება დგას. ჰადიდმა სამოდელო კარიერა ორი წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ თავბრუდამხვევად წარიმართა. უამრავ სტრესთან, ჭორთან და არასწორ ინფორმაციასთან უწევს გამკლავება. თანაც, მუდმივად ადარებენ საკუთარ დას და განიხილავენ, რომელი უფრო ლამაზია.

ბევრი კოლეგა და დების უბრალოდ გულშემატკივარი თვლის, რომ ჯიჯის მიმზიდველობა და გარეგნობა ბელას მოხდენილი სილამაზისგან შორს არის. თუმცა, აქ ერთი დეტალია გასათვალისწინებელი. ორივე გოგონამ პლასტიკური ქირურგების მომსახურებას მიმართა, რისი გამოცნობაც მათი ძველი ფოტოების დათვალიერებით სულაც არ არის რთული. თუმცა, ჯიჯიმ, ქირურგების ჩარევის მიუხედავად, ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნება შეძლო, რასაც ვერ ვიტყვი მის უმცროს დაზე. გარდა ამისა, ჯიჯიმ გადაწყვიტა, ამ წლების განმავლობაში პირადი ურთიერთობებისთვისაც დაეთმო დრო. მას მომღერალთან, ზეინ მალიკთან ჰქონდა ურთიერთობა და ერთი შვილი ჰყავს. ბელა ჰადიდი კი კვლავ აგრძელებს ბრწყინვალე კარიერი გაკეთებას, ჩნდება პრესტიჟული ჟურნალების გარეკანზე და მოდის ჩვენებებზე, იღებს უზარმაზარ ჰონორარს და საკმაოდ აქტიურია. მუდმივი განხილვა, თუ რომელი და უფრო ლამაზია, კვლავ ღიად რჩება, რადგანაც დებმა ჰადიდებმა უამრავი ადამიანის სიყვარული დაიმსახურეს. ზოგს ჯიჯი უფრო მოსწონს, ზოგს კი - ბელა და ამაში არაბუნებრივი არც არაფერია.

 

 

 

big_banner
არქივი