logo_geo
სასამართლოში მიმავალ ჯონი დეპს გუშემატკივრების არმია დახვდა
- +

24 მაისი. 2022. 01:39

 

 

ჰოლივუდში ერთ-ერთო მთავარ განხილვის თემა, ჯონი დეპის და ემბერ ჰერდის სასამართლო გახლავთ და ათასობით ადამიანი ელოდება საბოლოო დასკვნას, ამ დამოკიდებულებას ისიც მოწმობს, რომ ჯონი დეპს სასამართლოს ეზოში გულშემატკივრები გამამხნევებელი შეძახილებით დახვდნენ და უფრო მეტიც მათ, კარავი გაშალაეს და სანამ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს არსად წასვლას არ აპირებენ.

 

„ამდენი ხალხი ქვეყანაში რევოლუციასაც მოაწყობს, უდიდესი მხარდაჭერა აქვს ჯონს, ამდენი ხალხი სასამართლო პროცესზე არასდროს ყოფილა“. ასე აფასებს მედია მომხდარ ფაქტს.

 

 

ასევე მსახიობმა ევა გრინმა ამბერ ჰერდთან კონფლიქტში ჯონი დეპს სოციალურ მედიაში ღიად დაუჭირა მხარი. "ეჭვი არ მეპარება, რომ ჯონი დეპი რეპუტაციას აღიდგენს, ხოლო მისი კარგი სახელისა და მშვენიერი გულის წყალობით, ცხოვრება მისთვის და მისი ოჯახისთვის იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე ოდესმე იყო", წერს ევა გრინი თავის ინსტაგრამზე.

 

ევა გრინმა Dark Shadows-ის პრემიერაზე ჯონი დეპთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა და მსახიობის მიმართ საჯარო მხარდაჭერა სწორედ ამ გზით გამოხატა.

 

ამერიკელი კომიკოსი ბილი ბარის აზრით, საზოგადოებამ ჯონი დეპს ბოდიში საჯაროდ უნდა მოუხადოს, თუ მსახიობი სასამართლო პროცესს მოიგებს. მისი თქმით, ხალხმა დეპი "საჯაროდ გალანძღა და კარგი იქნება, თუ მას საჯაროდვე მოუხდიან ბოდიშს, შემდეგში კი დასკვნებს ნაჩქარევად არ გამოიტანენ".

 

 

big_banner
არქივი