logo_geo
უცნობი კადრები ბრუკლინ ბექჰემის და ნიკოლა პელცის ქორწილიდან
- +

28 მაისი. 2022. 20:44

 

 

9 აპრილს ნიკოლა პელცი და ბრუკლინ ბექჰემი დაქორწინდნენ. ბრუკლინი ვიქტორია და დევიდ ბექჰემების ვაჟია. ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ ამ ქორწილს დიდი ხანია მოდის სამყარო ელის. ქორწინება პელცის ოჯახში შედგა. ნიკოლამ „კუტიურის“ დახვეწილი დიზაინის თეთრი კაბა მოირგო.

 

პელცის საქორწილო იერსახე არის Valentino-ს შემოქმედებითი დირექტორის, პიერპაოლო პიჩიოლის და მისი გუნდის დამსახურება. მკერავები მაიამიშიც კი გაემგზავრნენ, რათა დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, რომ ნიკოლას კაბისთვის შესაფერისი ნაჭერი იპოვეს. პატარძლის სურვილით, კაბის ყოველი დეტალი უნაკლო უნდა ყოფილიყო.

 

ცოტა ხნის წინ „ვოგის“ გამოცემამ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებზე აღბეჭდილია ნიკოლას რამდენიმე კაბა, დევიდ ბექჰემის ემოციური კადრები შვილთან და თვალცრემლიანი ბრუკლინ ბექჰემი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი