logo_geo
კიმ კარდაშიანის ახალი პროფესია - ვეგანური ხორცის დეგუსტატორი
- +

28 მაისი. 2022. 22:31

 

 

რეალითი შოუს ვარსკვლავის, მოდის დიზაინერის, სილამაზის მაგნატის და იურისტის რეგალიებს კიდევ ერთი დაემატა - დეგუსტატორი მზარეული! კიმმა კონტრაქტი გააფორმა Beyond Meat-თან, ვეგანური ხორცის ამერიკის წამყვან მიმწოდებელთან. რომელიც ყიდის ძროხის, ღორის და ქათმის იმიტაციას.

 

"მე იმდენად მჯერა Beyond Meat-ის მისიის, რომ გადავწყვიტე დავეხმარო მათ ჩემი უდიდესი აქტივით და ჩემი გემოვნებით", - ამბობს კიმი რეკლამაში. თუმცა ამ თანამშრომლობაზე რეაქცია ორაზროვანი იყო. 28 წამიანმა ვიდეომ აღაშფოთა Beyond Meat-ის ბევრი ერთგული მყიდველი, ზოგიერთმა მათგანმა თქვა, რომ ბრენდისგან აღარ შეიძენენ პროდუქციას. – ელჩისა და დეგუსტატორის როლისთვის უფრო დამაჯერებელი ვერ იპოვნეთ? - წერენ კომენტარებში.


კიმი არ არის ვეგეტარიანელი, მაგრამ ცდილობს დაიცვას ძირითადად მცენარეული დიეტა. როგორც ჩანს, ამ თანამშრომლობამ და პროდუქტის მუდმივმა დეგუსტაციამ შეიძლება ის ერთგულ ვეგანადაც აქციოს.

 

 

 

 

big_banner
არქივი