logo_geo
„სიმართლე არასდროს კვდება“ - ჯონი დეპის პირველი რეაქცია და ამაღელვებელი წერილი ვერდიქტის შემდეგ
- +

2 ივნისი. 2022. 23:32

როგორც გახდა ცნობილი, ჰერდს, ძალადობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ყოფილ ქმარისთვის 15 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. ამით მან ზიანი მიაყენა მსახიობის კარიერას და რეპუტაციას. დეპი, თავის მხრივ, ჰერდს 2 მილიონს გადაუხდის, მაგრამ ეს მას დიდად არ დათრგუნავს, რადგან საბოლოოდ მაინც მოიგო.

განაჩენის გამოცხადებისას დეპი პროცესს არ ესწრებოდა - შეხვედრამდე ის დიდ ბრიტანეთში გაფრინდა. მაგრა მან დაწერა ღია წერილი ხელმოწერით:

ექვსი წლის წინ, თვალის დახამხამებაში, სამუდამოდ შეიცვალა ჩემი, ჩემი შვილების და ჩემი საყვარელი ადამიანების ცხოვრება, ისევე როგორც მათი, ვინც მრავალი წლის განმავლობაში მხარს მიჭერდა და სჯეროდა ჩემი.

ცრუ და ძალიან სერიოზული ბრალდებები გაჩნდა მედიაში, რამაც სიძულვილის ზვავი გამოიწვია. თუმცა, ოფიციალურად არაფერი იყო წარმოდგენილი. მან შემოუარა მსოფლიოს და მიწისძვრის მსგავსად იმოქმედა ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე.

კარგად ვიცოდი, რა იურიდიული დაბრკოლებები დამხვდებოდა და ჩემი ცხოვრების, ამ სპექტაკლით, მთელ მსოფლიოში გადაცემა გარდაუვალი იყო, ამიტომ გადაწყვეტილება მხოლოდ დიდი მსჯელობის შემდეგ მივიღე.

თავიდანვე ამ საქმის მიზანი იყო სიმართლის გამოვლენა, განურჩევლად შედეგისა. სიმართლის თქმა ჩემი ვალი იყო ჩემი შვილების და ყველას წინაშე,, ვინც მტკიცედ რჩებოდა ჩემს მხარდამჭერად. თავს მშვიდად ვგრძნობ, რადგან ვიცი, რომ საბოლოოდ მივაღწიე ამას.

გაოგნებული ვიყავი ყველასგან მიღებული სიყვარულით, უზარმაზარი თანადგომით და სიკეთით. იმედი მაქვს, რომ ჩემი სიმართლე დაეხმარება სხვა მამაკაცებსა და ქალებს ჩემს სიტუაციაში, რომ ისინი, ვინც მათ მხარს უჭერენ, არასოდეს დანებდებიან. ასევე იმედი მაქვს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაბრუნდება მანამ, სანამ მათი ბრალეულობა არ დამტკიცდება, როგორც სასამართლოში, ასევე მედიაში.

მსურს ვაღიარო მოსამართლის, ნაფიც მსაჯულთა, სასამართლოს ოფიცრებისა და შერიფების კეთილშობილური შრომა, რომლებმაც თავიანთი დრო შესწირეს ამ პუნქტამდე მისასვლელად, ისევე როგორც ჩემი გულმოდგინე და ურყევი იურიდიული გუნდი, რომლებმაც განსაკუთრებული სამუშაო შეასრულეს სიმართლის თქმაში.

საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის და ახალი თავი საბოლოოდ დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი