logo_geo
„თუ მეტყვიან, რომ ყოველდღიურად უნდა ვჭამო განავალი, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდე, მე ამას გავაკეთებ"
- +

4 ივნისი. 2022. 00:49

 

 

რეალითი შოუს 41 წლის ვარსკვლავი, იმისთვის რომ კარგად გამოიყურებოდეს, ნებისმიერი მსხვერპლისთვის მზად არის. "მე მზად ვარ ვცადო ყველაფერი. თუ მეტყვიან, რომ ყოველდღიურად უნდა ვჭამო ფეკალიები, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდე, მე ამას გავაკეთებ". მისი თქმით, ბევრი ქალი რეალურად ამ თვალსაზრისის მომხრეა. ზოგი ადამიანი ისე იქცევა, თითქოს არ აინტერესებს როგორ გამოიყურება.

 

"ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი ადვილად მეძლევა, ან ეს ყველაფერი ბუნებრივად მოდის. სახის მოვლა ღეროვანი უჯრედების დახმარებით, ლაზერი - ეს ყველაფერი სამუშაოა"-განაცხადა მან. მანამდე, კიმი ყურადღების ცენტრში იყო არაჩვეულებრივი სილამაზის პროცედურის გამო. მათი ოჯახის შესახებ რეალითი შოუს ერთ-ერთ ეპიზოდში, რომელიც გამოვიდა ჯერ კიდევ 2013 წელს, "ვამპირის ნიღაბი" გაიკეთა. ამისათვის მას პლაზმა აუღეს, გაამდიდრეს თრომბოციტებით, გაუკეთეს მიკროდერმაბრაზია და სახეზე წაუსვეს. ეს პროცედურა პლაზმოლიფტინგის შემცვლელი გახდა, რაც კიმმა მაშინ ვერ შეძლო, რადგან ორსულად იყო.

 

კარდაშიანმა თქვა, რომ მის პროდუქტებში ძვირადღირებული ინგრედიენტები გამოიყენეს. ასე რომ, შრატი ჰიალურონის მჟავით ღირს $90, ხოლო ღამის კრემი $95. კომპლექტი, რომელშიც შედის გამწმენდი, ტონიკი, ამქერცლავი, ჰიალურონის მჟავის შრატი, C ვიტამინის შრატი, სახის კრემი, თვალის კრემი, ზეთის წვეთები და ღამის ზეთი, ეღირება $630. კიმმა, სილამაზისთვის მსხვერპლი ადრეც გაიღო. Met Gala-ზე მერლინ მონროს კაბის ჩასაცმელად მკაცრი დიეტისა და დამღლელი ვარჯიშის დახმარებით სამ კვირაში 7 კგ დაიკლო. ამის შემდეგ ბევრმა დაგმო. მაგალითად, ლილი რეინჰარტმა თქვა, რომ კიმი ცუდ მაგალითს აძლევს მის თაყვანისმცემლებს.

 

თუმცა, თავად კიმი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მისი სამუშაო იყო. "ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ მიზნის მიღწევა". მიუხედავად ყველა მცდელობისა, ვარსკვლავმა კაბის ბოლომდე შეკვრა მაინც ვერ მოახერხა, მაგრამ ამას წითელ ხალიჩაზე გასვლისთის არ შეუშლია ხელი.

 

 

big_banner
არქივი