logo_geo
ჯასტინ ბიბერს რამსეი-ჰანტის სინდრომი დაუდგინდა და ნახევარი სახე პარალიზებული აქვს
- +

11 ივნისი. 2022. 19:52

 

 

სამშაბათს, ჯასტინ ბიბერმა მოულოდნელად განაცხადა - რომ იძულებულია გააუქმოს მისი 130-დღიანი Justice World ტურის მომავალი კონცერტები "ავადმყოფობის გამო, რომელიც არ არის დაკავშირებული Covid-თან". სოციალურ ქსელებში მან ვიდეო მესიჯი გამოაქვეყნა, სადაც დიაგნოზი დაასახელა - ბიბერს რამსეი-ჰანტის სინდრომი დაუდგინეს. ეს არის ზოსტერის გართულებები, რომლებიც გავლენას ახდენს სახის ნერვზე, იწვევს სმენის დაქვეითებას და ძლიერ ტკივილს.

 

როგორც ხედავთ, ამ თალს ვერ ვახამხამებ, სახის ამ მხარეს ვერ ვიღიმი და ნესტო არ მოძრაობს“, - თქვა მომღერალმა დაავადების შედეგების დემონსტრირებისას.

 

ექიმების თქმით, დროულმა მკურნალობამ შეიძლება შეამციროს გართულებების რისკი. მათი რეკომენდაციით, 28 წლის შემსრულებელმა დროებით შეისვენა.

 

როგორც ხედავთ, ეს საკმაოდ სერიოზულია. როგორც ჩანს, ჩემი სხეული მეუბნება, რომ უნდა შევისვენო. იმედი მაქვს, ბიჭებო, ეს გესმით. ამ დროს გამოვიყენებ იმისთვის, რომ უბრალოდ დავჯდე და დავისვენო და შემდეგ დავბრუნდე 100%-ით მზად იმისათვის, რომ გავაკეთო ის, რისთვისაც დავიბადე“.

 

ჯასტინმა თავის გამომწერებთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ სახეს „აუცილებლად დაიბრუნებს“ და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ყველა ვარჯიშს ვაკეთებ, რომ სახე ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ამას უბრალოდ დრო სჭირდება. არ ვიცით რამდენი ხანი დასჭირდება, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. იმედი მაქვს და ღმერთს ვენდობი. მე მჯერა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ არ ხდება, - განაცხადა ბიბერმა ვიდეომიმართვაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი