logo_geo
ბრედლი კუპერი იხსენებს, როგორ ებრძოდა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას: „მთლიანად დავიკარგე, კოკაინზე დამოკიდებულება მქონდა“
- +

17 ივნისი. 2022. 00:05

ბრედლი კუპერი გულწრფელად ესაუბრა SmartLess-ის პოდკასტის წამყვანებს, მათ შორის იმ დამოკიდებულებებზე, რომლებსაც ებრძოდა, ვიდრე ნამდვილ პოპულარობას მოიპოვებდა. მანამდე, 47 წლის მსახიობმა პრესაში აღიარა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში იგი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა, ხოლო, როდესაც გამოფხიზლდა, დეპრესიულ მდგომარეობაში ჩავარდა. ზოგჯერ თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა.

ინტერვიუში კუპერი იხსენებს, რომელ მომენტში მიხვდა, რომ სჭირდებოდა ალკოჰოლზე და ნარკოტიკების ლეგალურ მოხმარებაზე უარის თქმა. როგორც გაირკვა, ამაში თავისი როლი ითამაშა კუპერის კოლეგამ, უილ არნეტმა, რომელიც ასევე SmartLess-ის პოდკასტის ერთ-ერთი წამყვანია. არნეტი იმ დროს დაქორწინებული იყო და ცხოვრობდა მეზობლად, ამიტომ მსახიობები დროდადრო ერთად დადიოდნენ წვეულებებზე. ერთ-ერთი ასეთი წვეულების შემდეგ უილმა ბრედლის უთხრა, რომ მთელი საღამო „სრული იდიოტივით იქცეოდა“, უცნაურად და უხეშად ხუმრობდა, თუმცა თავად კუპერს ეგონა, რომ ის თავის სიმაღლეზე იყო.

გარდა ამისა, არნეტმა შეარცხვინა მეზობელი: უკვე შუადღის ოთხი იყო და მას კიდევ არ ჰყავდა ძაღლები სასეირნოდ გაყვანილი. კუპერი იხსენებს: "იმ დღეს პირველად მივხვდი, რომ ნარკოტიკების და ალკოჰოლის პრობლემა მქონდა. უილმა მითხრა ეს და არასდროს დამავიწყდება... სულ დავიკარგე, კოკაინზე ვიყავი დამოკიდებული... 2004 წლის ივლისში უილი რისკზე წავიდა ჩემთან ამ პირდაპირი და რთული საუბრით და დამეხმარა, სწორ გზაზე დავმდგარიყავი, გადამეწყვიტა ცხოვრების შეცვლა”.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრედლი საუბრობს იმაზე, თუ როგორ დაკარგა თავდაჯერება. 2003 წელს მან მიიღო როლი სერიალ "ჯაშუშში" ჯენიფერ გარნერთან ერთად, მაგრამ ამანაც არ უშველა მას, დაებრუნებინა საკუთარი თავის რწმენა: "მეგონა, რომ სკოლაში დავბრუნდი. კლუბებში არ მიშვებდნენ, გოგონები ყურადღებას არ მაქცევდნენ. დეპრესიაში ჩავვარდი". დიდი პოპულარობა მსახიობთან მხოლოდ 2009 წელს მივიდა, როდესაც მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა წარმატებულ კომედიაში The Hangover. ამავდროულად, კუპერის თქმით, მისი მუშაობა თვითშეფასებაზე დღემდე გრძელდება. მსახიობმა წამყვანებთან მამობის გამოცდილებაზეც ისაუბრა: შეგახსენებთ, რომ კუპერს ჰყავს 5 წლის ქალიშვილი ლეა ყოფილი შეყვარებულისგან, ირინა შეიკისგან. "მსოფლიოში ყველაფერი დაჩრდილა ან მკვეთრი ფერებით გააფერადა იმ ფაქტმა, რომ მე გავხდი მშვენიერი გოგონას მამა... ზოგჯერ რაღაც მშვენიერი ხდება, რაღაც გარღვევა კარიერაში, კარგი სცენარი, წარმატება გადასაღებ მოედანზე... მაგრამ როცა შვილი გყავს, დღეში 40-ჯერ განიცდი ერთსა და იგივე ემოციას - ეს არის ბედნიერების დონე.

რაც შეეხება მის კარიერას, ბრედლი ამჟამად გადაღებებზეა ფილმ "მაესტრო"-ში. ეს არის გეი-დრამა ამერიკელი კომპოზიტორის, ბერნსტაინის ცხოვრებაზე. ის მთავარ როლს ასრულებს და ასევე ითავსებს რეჟისორის ფუნქციას.

 

big_banner
არქივი