logo_geo
"ის ძალიან მკაცრი იყო, გვცემდა..." - სახლიდან გაქცევა და უთანხმოება დედასთან: ჯენიფერი ლოპესი ცხოვრების უცნობ დეტალებზე
- +

18 ივნისი. 2022. 20:05

"მან ის გა­ა­კე­თა, რაც თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა და ამან დედა გა­აძ­ლი­ე­რა, მაგ­რამ ჩვენ­თვის მკაც­რი გა­ხა­და, ცე­მით სულს გვხდი­და,"- ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი დე­და­მის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და.

"ნე­ტფ­ლიქ­სის" ახალ დო­კუ­მენ­ტურ ფილმში,"Halftime", რო­მე­ლიც ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სის ცხოვ­რე­ბას ასა­ხავს, მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს. ჯე­ი­ლო ფილმში დე­დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და მას­თან უთან­ხმო­ე­ბებ­საც გა­ნი­ხი­ლავს, რომ­ლებ­მაც, სა­ბო­ლო­ოდ, 18 წლის ასაკ­ში ჯე­ნი­ფე­რი აი­ძუ­ლა, სახ­ლი­დან წა­სუ­ლი­ყო.

დო­კუ­მენ­ტურ ფილმში ლო­პეს­მა თქვა, რომ დედა საკ­მა­ოდ რთუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მაგ­რამ მას სურ­და ჯე­ი­ლო და მისი ორი და ისე აღე­ზარ­და, რომ კა­ცებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

"ყო­ველ­თვის სა­უ­კე­თე­სოს ვე­ლო­დი მათ­გან. იმი­ტომ არა, რომ კრი­ტი­კუ­ლი ვი­ყა­ვი, უბ­რა­ლოდ მინ­დო­და მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ უკე­თე­სის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლოთ. ჯე­ნი­ფე­რი, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ყვე­ლა­ზე მეტს მაწ­ვა­ლებ­და. ხში­რად ვჩხუ­ბობ­დით", - ამ­ბობს მომ­რერ­ლის დედა, გვა­და­ლუ­პე.

 დო­კუ­მენ­ტურ ფილმში ჯე­ი­ლომ ისიც გა­ამ­ხი­ლა, რომ 18 წლი­სამ სახ­ლი დე­დას­თან ჩხუ­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა. მომ­ღე­რა­ლის თქმით, ცეკ­ვის სიყ­ვა­რულ­მა სკო­ლის ასა­კი­დან­ვე იმოქ­მე­და მისი სწავ­ლის ხა­რისხზე, რა­მაც ლუ­პეს­თან და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია: "დე­დამ ასე თქვა, თუ ამ სახ­ლში აპი­რებ ცხოვ­რე­ბას, გა­ნათ­ლე­ბა უნდა მი­ი­ღო. ერთ ღა­მეს სა­შინ­ლად ვი­ჩხუ­ბეთ და მე უბ­რა­ლოდ წა­მო­ვე­დი სახ­ლი­დან"

 

big_banner
არქივი