logo_geo
„ლოკი“ დაინიშნა
- +

18 ივნისი. 2022. 23:35

ტომ ჰიდლსტონი ინგლისელ მსახიობ ზავი ეშტონზე დაინიშნა. წყვილი ერთმანეთს 2019 წელს ბროდვეის შოუ Betrayal-ში მონაწილეობისას შეხვდა და მას შემდეგ ურთიერთობას საიდუმლოდ ინახავს.

ჯერ კიდევ გასულ მარტს გავრცელდა ინფორმაცია მედიაში, რომ წყვილი დაინიშნა, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ ახლა დადასტურდა: ჰიდლსტონმა Los Angeles Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია. ტომი ეშტონამდე ტეილორ სვიფტს ხვდებოდა, მანამდე კი – სიუზან ფილდინგს. ტაბლოიდების ცნობით, ჰიდლსტონი ზავიზე თავდავიწყებითაა შეყვარებული.

კინოში ის პირველად ცნობილი გახდა Marvel-ის კინოსამყაროს პერსონაჟ ლოკის როლის შესრულებით. იგი გამოჩნდა ფილმებში: „თორი“, „შურისმაძიებლები“, ბნელი სამყარო“ და „თორი: რაგნაროკი“ . 2011 წელს მიიღო Empire-ის ჯილდო საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის და ნომინირებული იყო BAFTA-ზე.

big_banner
არქივი