logo_geo
რატომ გამოიყურება მეგან მარკლი ქეით მიდლტონზე ახალგაზრდულად - მთავარი ჩვევები, რომლებიც ჰერცოგინიას იდეალური ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება
- +

19 ივნისი. 2022. 01:46

ხშირად აღნიშნავენ, რომ კემბრიჯის ჰერცოგინიას გარეგნობა თითქმის სრულყოფილია. ის ორივე ორსულობის დროს იდეალურურ ფორმაში იყო. სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლები იმასაც ამბობენ, რომ მეგანი ქეით მიდლტონზე გაცილებით აზალგაზრდულად გამოიყურება. თუ მის ძველ ინტერვიუებს გადავხედავთ, მაშინ შეგვიძლია, რამდენიმე ძირითადი ჩვევა გამოვკვეთოთ, რაც მარკლს იდეალური სახის კანისა და სხეულის ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება:

საკუთარ თავზე ზრუნვა

ინტერვიუებში მეგანმა არაერთხელ აღიარა, რომ საკუთარი თავისთვის უფრო მეტი დროის დათმობა დაიწყო. "წლებთან ერთად, ჩემი მიდგომაც იცვლება. ახლა განსაკუთრებულად და დიდი სიამოვნებით ვზრუნავ საკუთარ ჯანმრთელობაზე, სახისა და სხეულის კანზე. ეს არ ეხება მხოლოდ ესთეტიკურ პროცედურებს! ეს ეხება ცხოვრების წესს - რამდენს ვმუშაობ, მძინავს, რას ვჭამ და რა რაოდენობის წყალს ვსვამ." - ამბობს მეგან მარკლი.

აქტიური ცხოვრების წესი

"ახალგაზრდობის შენარჩუნების ჩემი რეცეპტი მოძრაობა, ფიზიკური აქტივობაა. როდესაც ვარჯიშისთვის ბევრი დრო არ მაქვს, ჩემს ძაღლთან ერთად დავრბივარ." - ამბობს ის. მეგანი ყოველთვის დიდი აღფრთოვანებითა და სიყვარულით საუბრობდა საკუთარ საქმიანობაზე და ხშირად ის ფაქტი, რომ მან სმეფო ოჯახი დატოვა და ცხოვრების წესი სრულიად შეიცვალა, ბევრი ადამიანისათვის ამოუხსნელია.

 

იოგა

მეგან მარკლი იოგათი 7 წლის ასაკიდან დაინტერესდა. დედამისი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა და ინსტრუქტორი იყო. ამიტომაც, ეს მარკლის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რაც სიმშვიდის შენარჩუნებასა და განტვირთვაში ეხმარება.

კვება

"საჭმლის მომზადება ძალიან მომწონს. ეს ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო. მიყვარს კარტოფილი ფრი და შემიძლია მთელი დღის განმავლობაში ვჭამო. ასევე, ძალიან მიყვარს მაკარონიც. დიახ, მე ვარ ნახშირწყლების მოყვარული ადამიანი ვარ, მაგრამ ეს ვის არ უყვარს? რაც მთავარია, გაანალიზებული მაქვს, როდის ვჭამო. სამუშაო დღეებში ვცდილობ ვეგეტარიანული კერძები მივირთვა, შაბათ-კვირას კი ორგანიზმს სიამოვნებისა და განტვირთვის შესაძლებლობა მივცე. ვფიქრობ, ეს გონივრული გადაწყვეტილებაა." - ამბობს მეგან მარკლი. ჰერცოგინიას ალკოჰოლთან მიმართებაში იგივე პრინციპები აქვს: როცა მოუნდება, თავს ნებას აძლევს, ერთი ჭიქა ღვინო მიირთვას.

 

მსუბუქი მაკიაჟი

მეგან მარკლი ამბობს, რომ მაკიაჟის გაკეთებაში 5 წუთზე მეტ დროს არ ხარჯავს. "ტონალურის გამოყენება არ მიყვარს, სახის ერთ ფერში მოსაყვანად უფრო მსუბუქ ვარიანტებს ვანიჭებ უპირატესობას. ცოტა ფერუმარილი, ტუჩსაცხი, წამწამების გელი და ჩემი საყვარელი მაკიაჟი მზადაა."

როგორც ჩანს, ეს წესები მარკლს იდეალური ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება და წლებთან ერთად, მათ კი არ ივიწყებს, პირიქით, კიდევ უფრო აქტიურად იცავს.

 

 

 

big_banner
არქივი