logo_geo
შემთხვევები კინოპრემიერებზე, როდესაც ფილმები ყველას დაავიწყდა და მხოლოდ ვარსკვლავებს უყურებდნენ
- +

19 ივნისი. 2022. 21:21

როგორც წესი, საჯარო სივრცეში, ღონისძიებებსა და დაჯილდოებებზე გამოჩენამდე ვარსკვლავები საკუთარ სამოსსა და მაკიაჟს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. მაყურებლებიც და თაყვანისმცემლებიც მოუთმენლად ელოდებიან, რა ფორმით წარდგებიან მათი საყვარელი მსახიობები, მომღერლები, საზოგადო მოღვაწეები წითელ ხალიჩაზე.

დღეს გაჩვენებთ სხვადასხვა ფილმის პრემიერაზე მისულ ვარსკვლავებს, რომლებმაც თავიანთი გამორჩეული ლუქით მთლიანად გადაფარეს მოვლენა:

ტომ კრუზმა სამეფო პროტოკოლი დაარღვია. წესების მიხედვით, სამეფო ოჯახის წევრებზე შეხება არ შეიძლება. მან კი ქეით მიდლტონს ხელი მოჰკიდა და კიბეებზე ააცილა. შემთხვევა ფილმის, "ტოპ განი: მავერიკი", პრემიერაზე მოხდა და მალე ფოტოებმა სოციალური მედია მთლიანად მოიცვა.

შეუძლებელი იყო იმ კოსტიუმების უგულებელყობა, რომლითაც ვარსკვლავები "გუჩის სახლის" პრემიერაზე გამოჩნდნენ. განსაკუთრებით კი, ლედი გაგა ბრწყინავდა.

წითელ ხალიჩაზე გასასვლელად ტარანტინოს ყველაზე ხშირად შავი სმოკინგი ან პიჯაკი აცვია, თუმცა ხანდახან მაყურებელს ნათელი და დაუვიწყარი ლუქით აოცებს.

ფილმის, "ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი", პრემიერაზე კარა დელევინი ფუტურისტული სტილის კაბაში გამოჩნდა. იგი წვრილი მავთულისგან იყო დამზადებული.

ვარდისფერი, ძალიან ეფექტური კაბით წარდგა ჯენიფერ ლოპესი ფილმის, "თავიდან დაწყება" პრემიერაზე და მოვლენა მთლიანად გადაფარა, იმდენად კარგად გამოიყურებოდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი