logo_geo
შარლიზ თერონმა თმა შეიჭრა და შავად შეიღება
- +

20 ივნისი. 2022. 00:16

მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი შარლიზ თერონი გახლავთ, რომელსაც ქერა თმა განსაკუთრებულად უხდებოდა. თუმცა 46 წლის მსახიობმა თმა შეიჭრა და შავად შეიღება. მისმა ახალმა სტილმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ინტერნეტსივრცეში წერენ, რომ ვარსკვლავი ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.

სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ თმის ამ მანიპულაციას ქალბატონები გასაახალგაზრდავებლად მიმართავენ, რადგან როგორც ქოლორისტებისგან გვსმენია, ხშირ შემთხვევაში ძალიან ღია ფერის თეთრი თმა გარეგნობას ასაკს მატებს, თბილი ქერა შესაძლებელია ნაკლებ პრობლემური იყოს, თუმცა მუქი ფერის თმა 50 წელს მიღწეულს ქალბატონებს აახალგაზრდავებს, ნაკლებად უსვამს ხაზს ასაკს.

ბევრმა არ იცის, რომ შარლიზი სამხრეთ აფრიკელი წარმოშობის ამერიკელი მოდელი და მსახიობია, თერონი დაიბადა ბენონში, ტრანსვაალის პროვინციაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, და ერთადერთი ბავშვი იყო გერდა ჯეიკობ ალეტისა და ჩარლზ თერონის ოჯახში. დედის მხრიდან თერონი გერმანული წარმოშობისაა, ხოლო მამის მხრიდან ფრანგული და ნიდერლანდური ფესვები აქვს.

შარლიზი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალია, ის არის სხვადასხვა ჯილდოს , მათ შორის „ოსკარის“, კინომსახიობთა გილდიის და ოქროს გლობუსის ჯილდოს მფლობელი . 2016 წელს Time- მა ის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა .

 

big_banner
არქივი