logo_geo
ლილა მოსი ქეით მოსის კვალდაკვალ და განსაკუთრებული მსგავსება დედასთან
- +

20 ივნისი. 2022. 01:31

ბრიტანელი მოდელი ლილა მოსი მაღალი მოდის სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამს. მისი თითოეული გამოჩენა მსოფლიო მედიის ყურადღებას იმსახურებს, რადგანაც ლილა 1990-იანი წლების სუპერმოდელის, ქეით მოსის შვილია და ის დედის გზას აგრძელებს.

ლილა გრეის მოსი 2002 წლის 29 სექტემბერს, ლონდონში დაიბადა. ქეით მოსი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი იყო და დღემდე აგრძელებს სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობას. მამა კი მედიაკომპანია "Dazed Media"-ს დირექტორი ჯეფერსონ ჰაკია. ლილას მშობლები არასდროს დაქორწინებულან, მათ ურთიერთობა 2005 წელს შეწყვიტეს.

 

მოდის სამყაროში დედა-შვილის საოცარ მსგავსებასა და ერთნაირ არჩევანზე ხშირად საუბრობენ. Vogue-ის ცნობით, ლილა მაღალი მოდის სამყაროში პირველად 17 წლის ასაკში გამოჩნდა და მაკიაჟის ფოტოსესიები Marc Jacobs Beauty კოსმეტიკური ბრენდისთვის წარადგინა, 2018 წელს კი ბრიტანული მოდის ჟურნალის Dazed-ის გარეკანზეც გამოჩნდა.

2021 წლის სექტემბერში ლილა ლონდონის მაღალი მოდის კვირეულის პოდიუმზე გამოჩნდა და ქეითი მას სიამაყით უყურებდა. გოგონა ცოტახნის წინ ბრიტანული Vogue-სთვისაც გადაიღეს. ამავე ჟურნალთან მან ბავშვობის მოგონებებიც გაიხსენა:

"რვა წლის ასაკში დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ დედაჩემით პაპარაცები ინტერესდებოდნენ. სკოლაში რომ წავედი, ყველა მეუბნებოდა: "ოჰ, დედაშენი ქეით მოსია!" როცა ასეთი პატარა ხარ, არ ფიქრობ იმაზე, რასაც ამბობ და მე მათ ვეუბნებოდი: "საიდან იცით, ვინ არის? ის მოხუცია! ის მოხუცი და მოსაწყენია!" - ფაქტს 19 წლის მოდელი ღიმილით იხსენებს.

ლილა ამბობს, რომ პატარა ასაკიდანვე დედის დაცვას ცდილობდა და უნდოდა, რომ ფოტოგრაფებთან გადაფარებოდა.

"დედაჩემის ქცევას ყოველთვის ვიმეორებდი. ის მსგავსი პაპარაცული თავდასხმების დროს თავს დაბლა წევდა და ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა. მეც იმავეს ვიმეორებდი და ახლაც ასე ვიქცევი."- ამბობს ლილა.

მოდელმა ასევე თქვა, რომ მას და დედას ბევრი საერთო ჰობი აქვთ. უყვართ ფილმების ყურება. გარდა ამისა, ლილა აღფრთოვანებულია დედის სტილით და სიამოვნებით იღებს გარდერობიდან ისეთი ნივთებს, როგორებიცაა Saint Laurent-ის ქურთუკები და Chanel-ის ჩანთები. ლილამ ასევე თქვ, რომ Saint Laurent მისი საყვარელი ბრენდია.

 

 

 

big_banner
არქივი