logo_geo
კიმ კარდაშიანი მერილინ მონროს საკულტო კაბის "დაზიანების" შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
- +

22 ივნისი. 2022. 19:38

 

 

კიმ კარდაშიანმა Today-ს შოუში მერილინ მონროს საკულტო კაბაში Met Gala-ზე გამოჩენის შესახებ კომენტარი გააკეთა. Met Gala-დან ერთი თვის შემდეგ, სოციალურ ქსელში გაჩნდა ჭორები, რომ კიმმა თითქოს კაბა დააზიანა: გამოქვეყნდა ფოტოებიც, რომლებზეც ჩანს, რომ ქსოვილი გახეულია და რამდენიმე კრისტალი აკლია.

 

 

კიმ კარდაშიანმა განმარტა, რომ კაბას მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდებოდა და მხოლოდ 5 წუთის განმავლობაში, წითელ ხალიჩაზე გამოჩენისთვის მოირგო. მან ასევე აღნიშნა, რომ მერილინ მონროს კაბა სრულად შეესაბამებოდა Met Gala-ზე გამოცხადებულ თემას.

 

"მე მესმის, რამდენს ნიშნავს ეს კაბა ამერიკის ისტორიაში. Met Gala-ზე ამერიკული თემიდან გამომდინარე, ვფიქრობდი: "რა შეიძლება იყოს უფრო შესაბამისი, ვიდრე მერლინ მონრო კაბა, რომლითაც პრეზიდენტს Happy Birthday უმღერა?" - თქვა კარდაშიანმა.

 

 

აღსანიშნავია, რომ მუზეუმის თანამშრომლებმა კაბის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს. როგორც ცნობილია, იგი კიმ კარდაშიანმა 5 მილიონ დოლარად იქირავა და მხოლოდ რამდენიმე წუთი ეცვა. სოციალურ ქსელში კი ამის გამო ძალიან გააკრიტიკეს. მერილინ მონროს ერთგულმა ფანებმა აღნიშნეს, რომ კიმი საკულტო მსახიობს ედრებოდა და მონროს კაბის მორგების უფლება არავის ჰქონდა.

 

 

big_banner
არქივი