logo_geo
კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი დაშორდნენ
- +

23 ივნისი. 2022. 23:57

Entertainment Tonight ინსაიდერებზე დაყრდნობით, კენდალ ჯენერი თავის მეგობარ ბიჭს, კალათბურთელ დევინ ბუკერს ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა.

წყაროს ცნობით, წყვილმა „მომავალი განიხილა და აღმოჩნდა, რომ განსხვავებულად უყურებენ მას“.- კენდალმა იგრძნო, რომ ისინი საკუთარი გზით გააგრძელებენ ცხოვრებას.

წყვილმა გადაწყვეტილება იტალიაში, კორტნი კარდაშიანის ქორწილიდან მალევე მიიღო. წყაროების ცნობით, მათ "კარგი დრო გაატარეს". თუმცა, დაბრუნების შემდეგ იგრძნეს, რომ ისინი არ იყვნენ ერთ ტალღაზე და ძალიან განსხვავებული ცხოვრების წესი ჰქონდათ.

ინსაიდერის თქმით, ინიციატივა კენდალისგან იყო. წყარომ დასძინა, რომ წყვილი აგრძელებს კომუნიკაციას, მაგრამ მეგობრულად.

წყვილის დაშლის შესახებ ჭორები ქსელში ერთი კვირის წინ გაჩნდა: კენდალის თაყვანისმცემლებმა შენიშნეს, რომ დევინ ბუკერმა წაშალა ერთობლივი ფოტოები ინსტაგრამიდან , ხოლო მისმა ძმამ წაშალა ჯენერი. გარდა ამისა, წყვილმა ერთმანეთს არ მიულოცა ურთიერთობის მეორე წლისთავი, რამაც თაყვანისმცემლები ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე დააფიქრა.

კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი პირველად ერთად შენიშნეს 2020 წლის აპრილში და რამდენიმე თვის შემდეგ მათ დაადასტურეს ურთიერთობა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს არ არის კენდალ ჯენერის პირველი რომანი კალათბურთელთან – ის ადრე ხვდებოდა NBA-ს მოთამაშეებს: ბლეიკ გრიფინს და ბენ სიმონს.

 

 

big_banner
არქივი