logo_geo
ბილი ეილიშმა აღიარა, რომ Coachella-ს ფესტივალზე ორეული გამოიყვანა
- +

25 ივნისი. 2022. 01:30

 

 

"ყველას ეგონა, რომ ეს მე ვიყავი" მომღერალმა, ბილი ეილიშმა Apple Music 1-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ Coachella-ს ფესტივალზე ორეული გამოიყვანა. ღონისძიება, რომლის ჰედლაინერი იყო ეილიში, აპრილში გაიმართა. მომღერალმა გაამხილა, რომ ერთ-ერთ მოცეკვავეს თავისი ტანსაცმელი ჩააცვა. Coachella-ს დაწყებისას, მე მყავდა დუბლი, შოუში ჩემი ერთ-ერთი მოცეკვავე. მას ჩემი ტანსაცმელი ჩავაცვი, რითიც ადრე სცენაზე გამოვჩნდი.

 

 

ჩვენ გვქონდა ერთნაირი შავი პარიკი, ნიღაბი და სათვალე, მან ასევე ჩემი ფეხსაცმელი და წინდები ჩაიცვა. როგორც ეილიშმა აღნიშნა, გულშემატკივრებმა ვერაფერი შენიშნეს. "ვერავინ გამოიცნო, რომ ეს მე არ ვიყავი, არავინ იცოდა ამის შესახებ". ეს ხრიკი დაეხმარა მას რამდენიმე წუთით გათავისუფლებულიყო იმისგან, რომ „ბილი ეილიში ფორმაში უნდა ყოფილიყო“.

 

 

 

 

 

მანამდე, ბილი ეილიშმა The Sunday Times-თან ინტერვიუში ისაუბრა სხეულთან დაკავშირებული უსიამოვნების შესახებ და თაყვანისმცემლები გარეგნობის გამო ბულინგში დაადანაშაულა. გოგონამ აღიარა, რომ თავს არამიმზიდველად გრძნობს, იცვამს ფართო ტანსაცმელს, რადგან მას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ "არასაკმარისად ქალურია". როცა მომღერალი უფრო სექსუალურ სამოსს ირჩევს, მას მაინც აკრიტიკებენ. ბილი ეილიშმა ასევე აღიარა, რომ ხშირად განიცდის ხალხის რეაქციას. მაგალითად, ის, რომ მასზე იცინიან ტურეტის სინდრომის გამოვლინების გამო, რომელიც მომღერალს 11 წლის ასაკში დაუსვეს.

 

 

big_banner
არქივი