logo_geo
თქვენ ნამდვილად არ იცოდით რომ ეს მომენტი "ლამაზმანიდან" მსახიობების სრული იმპროვიზაცია იყო და არა სცენარის ნაწილი
- +

25 ივნისი. 2022. 19:33

მსახიობების იმპროვიზაცია როგორც რეჟისორის, ასევე ზოგადად სურათის ჩანაფიქრს ხშირად მთლიანად ცვლის, რაც მას კიდევ უფრო დასამახსოვრებელსა და გამორჩეულს ხდის. სწორედ ასე მოხდა ფილმ "ლამაზმანთან" დაკავშირებითაც.

 

ჯულია რობერტსისა და რიჩარდ გირის მონაწილეობით ფილმ "ლამაზმანის" გადაღებიდან უკვე 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა ყველასთვის საყვარელი მელოდრამა პოპულარობას დღემდე არა მხოლოდ ინარჩუნებს, არამედ ის უკვე დიდი ხანია რაც საკულტო ფილმების ნუსხას სრულიად დამსახურებულად შეუერთდა. ცოტამ თუ იცის, რომ "Pretty Woman"-ს თავდაპირველად "$3000" ერქვა. ეს ის თანხაა, რომელიც ვივიენმა მისი შემთხვევითი ნაცნობი, ედვარდ ლუისისგან ერთი კვირის განმავლობაში მიიღო, თუმცა შემდეგ ფილმის შემქმნელებმა ნამუშევარს სახელი გადაარქვეს - და სწორადაც მოიქცნენ!

big_banner
არქივი