logo_geo
ანჯელინა ჯოლი Madame Figaro-სთვის
- +

27 ივნისი. 2022. 20:14

ანჯელინა ჯოლი ფრანგული ჟურნალის, Madame Figaro-ს ახალი ნომრის გმირი გახდა. მან ჟურნალს ინტერვიუ მისცა, სადაც თავისი მოსაზრება და წუხილი გამოთქვა ბევრ საკითხზე, მათ შორის, გენდერული უთანასწორობის საკითხზე.

ანჯელინას თქმით, ქალთა დისკრიმინაციის პრობლემა მთელ მსოფლიოში კვლავ მწვავედ დგას.

„ როგორც კი სადმე კონფლიქტი ხდება, პირველ რიგში ისინი [ქალები] ზარალდებიან. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ქალები არ იღებენ საჭირო მხარდაჭერას ან თავისუფლებას. ქალი მყიფეა, მაგრამ პარადოქსულად, ის ასევე ძალიან ძლიერია. მოგეხსენებათ, პანდემიის დასაწყისში მომვლელთა 70% ქალი იყო. ეს არის რეალობა და მშვენიერია, როცა ქალებს აქვთ წვდომა ცოდნაზე, ხელსაწყოებზე და შესაძლებლობებზე, რას აკეთებენ ისინი? ისინი სხვებს ეხმარებიან.“

უკეთ რომ ვითანამშრომლოთ, უნდა გავერთიანდეთ. განსაკუთრებით საჭიროა ბიჭების ინტერესის გაღვიძება ზოგიერთ ქვეყანაში და კულტურაში თანასწორობის საკითხებისადმი.

„ის ფაქტი, რომ დღესაც, მსოფლიოს ზოგიერთ კუთხეში ქალები სასტიკად მოკლებულნი არიან განათლებას და თავისუფლებას, არის რეალობა. განათლების საკითხი ჩნდება ყველა საზოგადოებასა და ოჯახში და ჩემს ოჯახშიც, მაგალითად: მყავს სამი ბიჭი და სამი გოგო და ყოველდღე რაღაც ახალს აღმოვაჩენ თითოეულ მათგანში. იდეა ისაა, რომ ყველამ უნდა იპოვოს თავისი ადგილი, განურჩევლად სქესისა და დამსახურებულად მიაღწიოს წარმატებას სხვის თავისუფლებაში ჩარევის გარეშე.“

ჯოლიმ აღნიშნა, რომ ის ზრუნავს ბავშვების განათლებისთვის, მაგრამ არა ისე, რომ ზედმეტად ცაერიოს. მათ უნდა ჩამოაყალიბდეთ საკუთარი აზრი სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, მაგალითად, ეკოლოგიის პრობლემაზე.

„პირადად მე, ახლა მხოლოდ მნიშვნელოვან, აუცილებელ საკითხებზე დავფრინავ. ამას ვაკეთებ ჩემი შვილებისთვის, ძალიან ვცდილობ, არ ვიყო ისეთი დედა, რომელიც საუბრობს იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი გარემოზე ფიქრი. მირჩევნია, რომ გაიზრდებიან, თავად მიიღონ გადაწყვეტილება. ჩემი მიზანია, მივცე მათ შესაძლებლობა, ჩაეფლონ მრავალფეროვან გარემოში, წავახალისო, იმეგობრონ სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან. მე მჯერა, რომ სხვების მიმართ გაგება, პატივისცემა და გახსნილობა მათთვის ბუნებრივი საკითხია.“

 

მსახიობმა უკრაინაში ბოლო მოგზაურობის შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა.. მსახიობის თქმით, უკრაინელები მისით აღფრთოვანებულნი არიან.

„მე პირადად დავინახე ამ ადამიანების აბსოლუტური გამძლეობა და წარმოუდგენელი ძალა, რომლებიც არა მხოლოდ გადარჩებიან, არამედ იცავენ სხვებსაც.“

 

 

 

 

 

big_banner
არქივი