logo_geo
ქეით მიდლტონმა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით სამხედრო ფორმა მოირგო
- +

27 ივნისი. 2022. 23:59

ქეით მიდლტონმა ბრიტანელ სამხედროებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა, რომელიც ქვეყანაში 26 ივნისს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, კემბრიჯის ჰერცოგინიამ ინსტაგრამზე გააზიარა ფოტოები, რომლებიც გადაუღეს პირბრაიტის სამხედრო სასწავლო ბანაკში ვიზიტის დროს.

ბანაკში, ქეითი ესაუბრებოდა ჯარისკაცებს, მოირგო სამხედრო ფორმა, დაათვალიერა აღჭურვილობა და ტანკზეც ავიდა. ეს ყველაფერი ფოტოებზე იყო აღბეჭდილი. "დღეს, შეიარაღებული ძალების დღეს, უილიამს და მე გვსურს, მივულოცოთ ყველა მამაც მამაკაცსა და ქალს, აწმყოსა და წარსულში, რომლებიც მსახურობენ ჩვენს სამხედრო სამსახურში ზღვაზე, ცაში თუ ხმელეთზე, აქ, დიდ ბრიტანეთში თუ მთელ მსოფლიოში. მადლობა თქვენ და თქვენს ოჯახებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის გაწეული მსხვერპლისთვის",- განაცხადა ქეითმა.

 

 

 

big_banner
არქივი