logo_geo
სარა ჯესიკა პარკერმა გაგვიზიარა თავისი შეხედულება დაბერების შესახებ
- +

28 ივნისი. 2022. 01:39

სარა ჯესიკა პარკერმა საზოგაადოებას სთხოვა, რომ არ დაუძახონ თამამი მისი ჭაღარა თმის გამო.

მან ინტერვიუ ჩაწერა ჟურნალებისთვის: InStyle და Allure. მათში მან გაგვიზიარა თავისი შეხედულება დაბერების შესახებ და თაყვანისმცემლებს სთხოვა, არ შეაქონ იგი საზოგადოებაში ჭაღარა თმით ხშირად გამოჩენის გამო. მსახიობის თქმით, ის თავადაც არ ფიქრობს ზედმეტად თეთრ თმაზე, ამიტომ უკვირს, როგორ აწუხებს საზოგადოებას მისი თმის ფერი.

"სექსი დიდ ქალაქში"-ს ვარსკვლავმა გაიხსენა, როგორ დაიწყო მისი "გამბედაობით" აღფრთოვანება ინტერნეტში იმ ფოტოების გამოჩენის შემდეგ, რომლებშიც თმა არ ჰქონდა შეღებილი. რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავდნენ, თუ როგორი მამაცი ვარ, რადგან ჭაღარა თმას არ ვმალავ. გავიფიქრე: „გთხოვთ შემაქოთ რაიმე სხვა, მართლაც მამაცი საქციელისთვის“.

Allure-სთვის მიცემულ ინტერვიუში სარა ჯესიკა პარკერმა აღნიშნა, რომ სურათებზე, რომლებმაც ასეთი რეზონანსი გამოიწვია, მის გვერდით პროდიუსერი და მსახიობი, ენდი კოენი იყო გამოსახული, რომლის ნაცრისფერი თმა არავითარ შთაბეჭდილებას არ ახდენდა. "ის სრულიად ჭაღარაა, მაგრამ არავის უხსენებია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გვერდით იჯდა. ეს არ მაბრაზებს, ეს უბრალოდ დაკვირვებაა".

 

 

InStyle-სთან საუბრისას მსახიობმა თქვა, რომ თვლის მიზოგინიაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალები განიცდიან დიდ სტრესს დაბერების გამო. "შფოთვა არსებობს და ეს გამართლებულია, რადგან საზოგადოება ასე ორიენტირებულია ასაკოვან ქალებზე.. ჩვენ ასე ხშირად ვსაუბრობთ ნაოჭების გაჩენაზე, მაშინ, როცა ვჩუმდებით იმაზე, რომ ისინი გვიჩნდება, როცა როგორც პროფესიონალი, როგორც მეგობარი, როგორც ქალიშვილი, როგორც ვინმეს მეურვე, თუ პარტნიორი უკეთესები ვხდებით.ხშირად ვხვდები ქალებს და ვფიქრობ, როგორი ლამაზები არიან. მერწმუნეთ, ამას არაფერი აქვს საერთო მათ ასაკთან. არ აქვს მნიშვნელობა 18 წლისანი არიან თუ 78-ის".

 

 

 

 

 

big_banner
არქივი