logo_geo
Tbilisi Open Air-ის შემდეგ Vetements- მა ტალახიანი ფეხსაცმლის ხაზი გამოუშვა
- +

30 ივნისი. 2022. 00:05

Tbilisi Open Air Alter/Vision თბილისის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 2009 წლიდან ტარდება. წელს სამდღიანი ფესტივალის განმავლობაში თითქმის გადაუღებლად წვიმდა, რის გამოც მუსიკის მოსასმენად მისულ მსენელს ცეკვა და გადაადგილება ტალახში, ექსტრემალურად უწევდა. სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო და მიმი გავრცელდა, სადაც დასვრილ და ტალახიან ფეხსაცმელს აზიარებდნენ. რა თქმა უნდა, უმეტებსობას, ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია გაახსენდა და ოფერეალური გვერდის მონიშვნაც არ დააყოვნეს.

 

ტალახიანი ფეხსაცმლის ფოტოები, სახელად „ოფენეარების“ გაზიარებამ როგორც ჩანს, შედეგს მიაღწია. დემნამ ვერ მოიცალა და მისი შვილობილი ბრენდი vetments დაინტერესდა ამ მიმართულებით, რომელსაც დემნას ძმა, გურამი მართავს.

Vetements დემნამ და გურამმა 2014 წელს შექმნეს. ბრენდს დემნა გვასალია დიზაინის მიმართულებით ხელმძღვანელობდა, გურამი კი ფინანსურ საკითხებს განაგებდა. 2019 წელს დემნამ ბრენდი დატოვა, რომ მთელი ყურადღება „ბალენსიაგასთვის“ დაეთმო.

 

გთავაზობთ „ვეტმოს“ ოფიციალური გვერდიდან ფოტოს და კომენტარებს, სადაც ქართველი მომხმარებლებიც აქტიურობენ.

თქვენც თუ იყავით Tbilisi Open Air-ზე, გაგვიზიარეთ თქვენი ფეხსაცმლის ფოტოები კომენტარებში.

 

big_banner
არქივი