logo_geo
ამერიკელმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ბენზოხერხის შუბლზე გაჩერების გამო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, ახალი რეკორდი დაამყარა
- +

30 ივნისი. 2022. 01:31

ამერიკელმა დეივ რაშმა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში რეგულარულად ხვდება, მორიგი რეკორდი დააყარა. ამის შესახებ UPI წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამჯერად კაცმა 5,47 კილომეტრი ნიკაპზე გიტარით გაიარა. ამ დისტანციის დასაფარად მან სტადიონის სარბენ ბილიკს 13 წრე დაარტყა, რისთვისაც 1 საათი და 7 წუთი დასჭირდა. ეს რაშის 250-ე რეკორდია.

ივნისში რაშმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - ბენზოხერხი შუბლზე 31 წუთისა და 25 წამის განმავლობაში გაიჩერა.

big_banner
არქივი