logo_geo
უაინონა რაიდერი Harper's BAZAAR-ისთვის
- +

1 ივლისი. 2022. 00:39

 

 

უაინონა რაიდერი, რომლის ჰოლივუდური კარიერა კვლავ გაგრძელდა სერიალ Stranger Things-ში მონაწილეობით, გამოჩნდა Harper's Bazaar-ის ციფრულ გარეკანზე და გამოცემას ინტერვიუ მისცა მეოთხე სეზონის გამოსვლისთვის. თუმცა, საქმე მხოლოდ უაინონას ახალ პროექტს არ ეხებოდა. მსახიობმა ის დროც გაიხსენა, როცა მისი კარიერა შეჩერდა. ამ პროცესს თან ახლდა არაერთი საჯარო სკანდალი. მათ შორის ყველაზე გახმაურებული 2001 წელს, როდესაც რაიდერი ბევერლი ჰილზის Saks Fifth Avenue მაღაზიაში ქურდობისთვის დააკავეს.

 

 

"უკან დავიხიე. სან-ფრანცისკოში ვიყავი. მაგრამ ახალი შეთავაზებები არ მიმიღია. ვფიქრობ, ეს იყო ორმხრივი შესვენება. ეს რთული პერიოდი და დიდი სისასტიკე იყო ჩემთვის. მახსოვს, ლოს-ანჯელესში დავბრუნდი და... მძიმე პერიოდი იყო. არ ვიცოდი დასრულდებოდა თუ არა ოდესმე ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი,"- გაიხსენა რაიდერმა.

 

 

მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ ჰოლივუდს აქვს თავისი, ზოგჯერ ძალიან მკაცრი კანონები. "ეს რთული ბიზნესია. მუდმივად მუშაობ, მაგრამ თუ გინდა შესვენება აიღო, გეუბნებიან: „თუ შეანელებ, ყველაფერი გაჩერდება“. შემდეგ ყველაფერი ნელდება და გესმის: "შეუძლებელი იქნება დაბრუნება". შემდეგ კი ის იცვლება "თქვენ უკვე აღარც გკითხულობენ". ძალიან სასტიკი იყო,"- თქვა მსახიობმა.

 

 

ინტერვიუში უაინონამ ასევე მიანიშნა, რომ 1993 წელს ჯონი დეპთან დაშორებამ და იმდროინდელი ჰოლივუდის კულტურის სისასტიკემ მისი ცხოვრება გაცილებით ბნელი გახადა, ვიდრე ბევრს ეგონა. "ეს იყო ჩემი პირადი "შეწყვეტილი ცხოვრება", მაგრამ რეალური"-გაიხსენა რაიდერმა. გულისხმობდა 1999 წლის ფილმს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მყოფი ახალგაზრდა ქალის შესახებ, სადაც ის და ანჯელინა ჯოლი ერთად ითამაშობდნენ.

 

 

 

"მახსოვს, ვითამაშე პერსონაჟი, რომელსაც აწამებენ ჩილეს ციხეში (საუბარია 1994 წლის დრამაზე „სულების სახლი"). გადასაღებ მოედანზე მე ვუყურებდი იმ ყალბ სისხლჩაქცევებს, ჭრილობებს ჩემს სახეზე და ვუთხარი ჩემს თავს: ეს არის ის, რასაც საკუთარ თავს ვუკეთებ, იმიტომ, რომ მე არ ვზრუნავ მასზე.“

 

 

მისმა დიდი ხნის მეგობარმა, კიანუ რივზმა, რომელიც მან ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს გაიცნო, გაგვიზიარა თავისი მოსაზრება მსახიობის შესახებ: "იგი განასახიერებს ერთგვარ დაუცველობას და სიმშვიდეს ერთდროულად. გჯერა მისი, მყარად დგას ფეხზე, გრძნობ მისი ხასიათის მთლიანობას,"- თქვა რივზმა.

 

 

 

big_banner
არქივი