logo_geo
ჯულია რობერტსი და ჯორჯ კლუნი ყოფილ მეუღლეებს თამაშობენ რომანტიკულ კომედიაში „ბილეთი სამოთხეში“
- +

1 ივლისი. 2022. 01:30

 

 

ინტერნეტში გამოჩნდა რომანტიკული კომედიის "ბილეთი სამოთხეში" პირველი თრეილერი, ჯულია რობერტსისა და ჯორჯ კლუნის მონაწილეობით. ვარსკვლავები ყოფილ მეუღლეებს თამაშობენ, რომლებიც ვერ იტანენ ერთმანეთს, მაგრამ იძულებულნი არიან გაერთიანდნენ თავიანთი ქალიშვილის გულისთვის, რომელიც ნაჩქარევად გადაწყვეტს დაქორწინდეს კაცზე, რომელსაც თითქმის არ იცნობს და უარს ამბობს წარმატებულ კარიერაზე.

 

 

მშობლები მიფრინავენ ბალიზე, რათა ჩაშალონ ქორწილი და არ დააშვებინონ ქალიშვილს იგივე შეცდომები, რაც მათ ოდესღაც თავად დაუშვეს. რა თქმა უნდა, ბალიზე გმირებს ბევრი თავგადასავალი ექნებათ, რაც მათ ურთიერთობების გადახედვაში დაეხმარება.

 


ფილმის რეჟისორია ოლ პარკერი, რომელმაც დაწერა სცენარი ფილმებისა - Imagine Us Together და Mamma Mia! 2. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2022 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. ადრე, ჯულია რობერტსი და ჯორჯ კლუნი ჰყვებოდნენ, თუ როგორ უხაროდათ ისევ ერთად მუშაობა. მსახიობები ერთმანეთს დიდი ხანია, იცნობენ, ოჯახის მეგობრები არიან და არაერთხელ ითამაშეს ფილმებში ერთად( "სახიფათო ადამიანის აღიარება", "ოუშენის თერთმეტი მეგობარი", " ფინანსური მონსტრი“).

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი