logo_geo
როგორ გადაიქცა კრის ჯენერი ბორტგამცილებლიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალად და რა გააკეთა შვილების წარმატებისათვის - ცხოვრების ისტორია
- +

1 ივლისი. 2022. 01:33

 

 

კიმ კარდაშიანისა და მისი დების წარმატება დედის, კრის ჯენერის გარეშე წარმოუდგენელია. კრისი 6 შვილის დედაა და მათგან ყველა წარმატებულია. დღეს მოგიყვებით, როგორ მოახერხა არა მხოლოდ შვილების წარმატებისთვის, არამედ საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნისთვის ბრძოლა და მიზნის მიღწევა:

 

კრის ჯენერი, რომლის ნამდვილი სახელია ჰაუტონი, დაიბადა სან-დიეგოში ინჟინრისა და დიასახლისის ჩვეულებრივ ოჯახში. თავიდან კრისის კარიერა თავბრუდამხვევს ვერაფერს ასახელებდა - მან მუშაობა ბორტგამცილებლად დაიწყო და ძალიან მალე ამ პროფესიამ ახალგაზრდა კრისს საბედისწერო შეხვედრა მოუტანა. თვითმფრინავის ბორტზე ის ადვოკატ რობერტ კარდაშიანს შეხვდა, რომელიც იმ დროს უკვე ცნობილი ადამიანი იყო. მათი ურთიერთობა სწრაფად და მარტივად განვითარდა და 1978 წელს დაქორწინდნენ. ამის შემდეგ, კრისმა თავისი არაჩვეულებრივი სამეწარმეო უნარების განვითარება დაიწყო და საკუთარი მაღაზია, სახელად Dash გახსნა. რა თქმა უნდა, ქმრის ფინანსები ბიზნესის განვითარებაში დაეხმარა, თუმცა საკუთარი ორგანიზაციული ნიჭიც გადამწყვეტ როლს თამაშობდა. მას არც ოჯახი ავიწყდებოდა. რობერტ კარდაშიანთან ერთად 12 წელი იცხოვრა და ოთხი შვილი გააჩინა: გოგონები - კიმი, ქლოე, კორტნი და ვაჟი - რობერტი. 1991 წელს ისინი განქორწინდნენ.

 

 

 

კრისმა განქორწინების შემდეგ ურთიერთობა სპორტსმენ ბრიუს ჯენერთან დაიწყო. იგი ოლიმპიური ჩემპიონი იყო და საკმაოდ წარმატებული ცხოვრება ჰქონდა. მასთან ორი გოგონა, კენდალი და კაილი შეეძინა.

 

 

ცხოვრება კამერების თანდასწრებით, ანუ "კარდაშიანთა ოჯახი"

 

1997 წელს კრისს უკვე ექვსი შვილი ჰყავდა და ორ მაღაზიას ფლობდა, რომლებსაც რეკლამა სჭირდებოდათ. თავად ჯენერი ამბობს, რომ ერთ დღეს ტელევიზორს უყურებდა და ფიქრობდა, რომ მისი სახლის დატვირთული ცხოვრება რეალითი შოუს შესანიშნავი საფუძველი იქნებოდა. სინამდვილეში, ამ გზით, კრისი უბრალოდ თავისი ბიზნესის განვითარებაზე ოცნებობდა, მაგრამ ყველაფერი სხვა სცენარის მიხედვით დაიწყო და მაღაზიებზე ზრუნვა უკანა პლანზე გადავიდა ... მალევე კიმ კარდაშიანისა და მისი მეგობარი ბიჭის პორნო ვიდეო გავრცელდა, რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება და აჟიოტაჟი გამოიწვია. კრისი იხსენებს, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პერიოდი იყო.

 

 

როგორც არ უნდა იყოს, კიმის ვიდეოს მიმართ ინტერესმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ჯენერი, რომ რეალითი შოუ მისი ოჯახის მონაწილეობით ძალიან წარმატებული პროექტი იქნებოდა. 2007 წელს ოცნება ახდა - მან, როგორც მეწარმემ და მისმა ქმარმა მიიღეს მაცდური შეთავაზება, რომ 24 საათის განმავლობაში ჩართული კამერების ქვეშ ეცხოვრათ. რიგითი ამერიკელები ინტერესით უყურებენ გიჟური ოჯახის ცხოვრებას. მონაწილეები ჩხუბობდნენ, ტიროდნენ და აწესრიგებდნენ ურთიერთობას ეკრანზე, ყველაზე ინტიმური დეტალებისაც კი არ რცხვენოდათ.

 

"პირველი ეპიზოდის გადაღებისას ერთმანეთთან შევთანხმდით, რომ თუ ვინმეს ეს არ სიამოვნებდა, გადაღებას შევწყვეტდით. არავის გამოუთქვამს უკმაყოფილება. ჩვენ ძალიან ვხალისობდით და მოგვწონდა ის, რასაც ვაკეთებდით. გულწრფელად რომ ვთქვათ, არასდროს გვითხოვია კამერების გამორთვა. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ მოყვარული მსახიობების გუნდი ვართ!"- ამბობს კრისი

 

რეალითი შოუს წყალობით, კრის ჯენერმა ყველა შვილს ღირსეული კარიერა მოუწყო. უფროსი ქალიშვილები კიმი, კორტნი და ქლოე ცნობილი მეწარმეები გახდნენ და ბიზნესით დაინტერესდნენ. მზრუნველმა დედამ კენდალი პოდიუმზე დააყენა და კაილიც ამ მიმართულებით წაიყვანა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჯენერი თავისი ქალიშვილების მენეჯერად მუშაობს, აძლევს მათ ღირებულ რჩევებს და ყველა ორგანიზაციულ საკითხს მართავს.

 

 

 

იგი ყოველდღიურად ძალიან ბევრს მუშაობს. შოუს გადაღებები კვლავ გრძელდება. მას აქვს თავისი ტანსაცმლის ხაზი. დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი და ახლა უამრავ ადამიანს საკუთარ რჩევებსა და გამოცდილებას უზიარებს. კრის ჯენერის პირველი ქმარი 2003 წელს კიბოთი გარდაიცვალა. ჯენერი მეორე ქმარსაც დაშორდა და ერთი პერიოდი მედიაში აქტიურად განიხილებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპორტსმენი სქესის შეცვლას აპირებდა.

 

კრის ჯენერმა მიაღწია აბსოლუტურად ყველაფერს, რისი მიღწევაც სურდა. აქვს საკმაოდ სოლიდური ქონება, ჰყავს წარმატებული შვილები და აკეთებს იმ საქმეს, რომელიც უყვარს.

 

 

big_banner
არქივი