logo_geo
შაკირა სერფინგის დროს სიმპათიურ მამაკაცთან ერთად დააფიქსირეს
- +

1 ივლისი. 2022. 19:20

შაკირასა და პიკეს 11 წლიანი ურთიერთობის სკანდალური დასასრულის შემდეგ, მომღერალი პირველად გამოჩნდა სიმპათიურ უცნობ მამაკაცთან ერთად.

აქამდე პაპარაცების მიერ გავრცელებულ ფოტოებში შაკირას სულ დაღონებული სახე ჰქონდა თუმცა როგორც ჩანს ახლა თავს უკეთ გრძნობს.

45 წლის ვარსკვლავი ესპანეთის სანაპიროზე უცნობ მამაკაცთან ერთად გადაიღეს. ისინი შუა ზღვაში ერთმანეთს უღიმოდნენ, შაკირა საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა. ახლა ყველას აინტერესებს თუ ვინ არის, ეს ძალიან სიმპათიური მამაკაცი.

შეგახსენებთ 2011 წელს დაწყებული შაკირას და პიკეს სიყვარულის ისტორია დასრულდა. როგორც ცნობილია შაკირამ ფეხბურთელი ღალატში გამოიჭირა, მედიაში მატი 11 წლიანი ურთიერთობის განმავლობაშიც არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია პიკეს ღალატის შესახებ, თუმცა ახლა ეს ყველაფერი რეალური და დადასტურებულია.

შაკირამ სოციალური ქსელის საშუალებით თავადაც დაადასტურა,რომ მათი ურთიერთობა დასრულდა.

„გულისწყვეტით ვადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩვენი გზები გაიყო, თუმცა, შვილების კეთილდღეობა ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. უმორჩილესად გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ამ საკითხს და პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს“, დაწერა მოღერალმა

big_banner
არქივი