logo_geo
ჯადოქრები ბრუნდებიან Hocus Pocus 2-ის თრეილერი გამოვიდა
- +

1 ივლისი. 2022. 21:40

მილიონობით ადამიანის საყვარელი ფილმი ჯადოქრებზე 30 წლის შემდეგ უცვლელი და ლეგენდალური მსახიობებით უბრუნდება ეკრანებს.

76 წლის ბეტ მიდლერმა, 57 წლის სარა ჯესიკა პარკერმა და 65 წლის კეთი ნაჯიმიმ ჯადოქარი დების როლი ისევ მოირგეს და მასაჩუსეტსის ყველაზე ავბედით ქალაქ სალემში ბავშვების საძებნელად გამოჩნდნენ.

 

იმასაც გეტყვით რომ ფილმი გამოსვლისთანავე არ ყოფილა პოპულარული, მან დროსთან ერთად შეაყვარა თავი მაყურებელს და ჰეულოუინის დღეებში ტრადიციულ სანახაობად იქქცა.

Hocus Pocus 1993 წელს გამოსული ფენტეზი ფილმია, რომელიც სალემში მცხოვრები სამი ჯადოქარი დის შესახებ მოგვითხრობს. სანდერსონები 300-წლიანი ძილის შემდეგ ჰელოუინის ღამეს ანთებული სანთლით იღვიძებენ და მარადიული ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ბავშვებზე ნადირობას იწყებენ.

 

 

 

big_banner
არქივი