logo_geo
ორი სრულიად განსხვავებული პატარძალი: სოციალურ ქსელში განიხილავენ, ქეით მიდლტონი უკეთ გამოიყურებოდა ქორწილში, თუ მეგან მარკლი?
- +

3 ივლისი. 2022. 00:52

 

 

როგორც პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ისე განსხვავებულები არიან მათი მეუღლეებიც. შესაბამისად, გემოვნება, ჩაცმის სტილი ერთმანეთს არ ემთხვევა და ამაში არაბუნებრივი არც არაფერია. ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი საქორწინო ცერემონიის დროსაც აბსოლუტურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და სოციალურ ქსელებში ხშირად განიხილავენ, რომელი უკეთ გამოიყურებოდა:

 

საკურთხეველთან მიცილება

ტრადიციულად, დედოფალი საკურთხეველთან მამას მიჰყავს. ქეითი მაიკლ მიდლტონმა მიაცილა, ხოლო მეგან მარკლის მამამ ქორწილში ჩასვლა ვერ მოახერხა, ამიტომაც იგი საკურთხევლამდე პრინცმა ჩარლზმა მიაცილა. ეს საკმაოდ ემოციური კადრები იყო და ამით პრინცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მეგან მარკლი მათი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ხდებოდა და სამეფო ოჯახი იღებდა მას ისეთად, როგორიც იყო.

 

 

 

 

კაბა

 

ქეით მიდლტონმა ბრიტანელი დიზაინერის, სარა ბარტონის კაბა აირჩია. მას კლასიკური A-ხაზის სილუეტი აქვს, აქცენტი გაკეთებულია წელზე და ქვემოთ გაშლილია და იგი რამდენიმე ქსოვილითა და ტექნილითაა შესრულებული. მეგან მარკლის კაბა ბრიტანელმა დიზაინერმა, კლერ უეიტ კელერმა შექმნა და მომავალმა ჰერცოგინიამ კაბის სიმარტივითა და ლაკონურობით ყველა გააოცა. ე.წ. შლეიფი კი 5 მეტრი იყო, რაც მას უფრო დასამახსოვრებელს ხდიდა.

 

დიადემა და სამკაულები

 

ქეით მიდლტონი Cartier-ის მდიდრულ დიადემაში გამოჩნდა, რომელიც 888 ბრილიანტით იყო გაწყობილი. ასევე ბრილიანტის საყურეები ეკეთა, რომელიც ქეითს მშობლებმა აჩუქეს.

 

მეგანმა აირჩია დიადემა, რომელიც 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არავის გამოუყენებია და მეტიც, ბევრს მისი არსებობის შესახებ სულაც დაავიწყდა. ეს დედოფალი მერის, ელიზაბეტ II-ის ბებიის მდიდრული დიადემაა. დიადემას გარდა, მეგანმა საყურეები და Cartier-ის სამაჯური აირჩია.

 

ვარცხნილობა

ქეითი ქორწილშიც საკუთარი ჩვეული ვარცხნილობის ერთგული დარჩა და თმა მსუბუქად დაიხვია. მეგან მარკლმა კი აქცენტი დიადემაზე გააკეთა და ე.წ. კოსა სცადა.

 

თაიგული

 

ქეითს ხელში თეთრი ყვავილებისგან გაკეთებული პატარა თაიგული ეჭირა და მას მწვანე აქცენტიც დაამატა. თაიგული შროშანებიგან, ჰიაცინტებისგან და თურქული მიხაკებისგან შედგებოდა და სუროს დეტალები ჰქონდა. მეგან მარკლს კი პრინცი ჰარის მიერ შეგროვებული ყვავილების თაიგული ეჭირა, რომელიც მან კენსინგტონის სასახლის ბაღში დაკრიფა.

 

 

big_banner
არქივი