logo_geo
ანჯელინა ჯოლი ქალიშვილებთან ერთად იტალიაში იმყოფება
- +

5 ივლისი. 2022. 13:51

ანჯელინა ჯოლი სასეირნოდ გამოსული, შვილებთან: 17 წლის ზაჰარასთან და 13 წლის ვივიენთან ერთად რომში დააფიქსირეს. იტალიაში მსახიობი ამჟამად ახალ ფილმზე, "სისხლის გარეშე", მუშაობს, რომელშიც მთავარ როლს სალმა ჰაიეკი ასრულებს. ჯოლი თავად არის ფილმის რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი.

ჯოლიმ შაბათ-კვირა ქალიშვილებს მიუძღვნა. მათ ერთად მოიარეს ქალაქი, დაესწრნენ მასტერკლასს კულინარიულ სკოლაში, შემდეგ კი ადგილობრივ ბაზარს ესტუმრნენ, სადაც ანჯელინა განსაკუთრებით დაინტერესდა სანელებლებით, სამზარეულოს ჭურჭლითა და დეკორაციებით.

20220704-ang-post-1657001980.jpg

 

საზოგადოებაში მსახიობი გამოჩნდა Alberta Ferretti -ის კრემისფერი საზაფხულო კაბით.. ცოტა ხნის წინ, რომში 16 წლის შაილოც შენიშნეს, რომელიც ბოლო დროს ყურადღების ცენტრში ცეკვის გაკვეთილების წყალობით მოექცა. როგორც ჩანს, ზაფხულში, ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილმა მცირე შესვენება აიღო, რათა დედასთან ერთად გადაღებაზე გამგზავრებულიყო.

20220704-ang-1-1657002006.jpg

ფილმი "სისხლის გარეშე", რომელზეც ჯოლი მუშაობს, დაფუძნებულია იტალიელი მწერლის, ალესანდრო ბარიკოს ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. წიგნი 2002 წელს გამოიცა და საერთაშორისო ბესტსელერად იქცა. "ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო აქ, იტალიაში, რათა გადავიტანო ეკრანზე ეს განსაკუთრებული მასალა. ბარიკომ მანდო მისი წიგნის ეკრანიზაცია - მისი უნიკალური პოეტიკითა და ემოციებით, ომის შესახებ მისი შეხედულებით და კითხვებით, იმაზე, თუ რას ეძებს ადამიანი ტრავმის, დანაკარგის, ან უსამართლობის განცდის შემდეგ,"- განაცხადა ჯოლიმ მომავალი ფილმის წარდგენისას.

20220704-ang-2-1657002036.jpg

big_banner
არქივი