logo_geo
რიკი მარტინს უცნობი მამაკაცი ადევნებაში ადანაშაულებს
- +

5 ივლისი. 2022. 18:26

 

 

უცნობმა მამაკაცმა რიკი მარტინის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და დაადანაშაულა მის უკან დევნაში. სასამართლომ რიკი მარტინისთვის შემაკავებელი ორდენი გასცა და ამ მამაკაცთან მიახლოება აუკრძალა.

 

როგორც ცნობილია, მარტინს მამაკაცთან რამდენიმეთვიანი ფარული ურთიერთობა ჰქონდა. აქვე შეგახსენებთ, მუსიკოსი ხუთი წელია, ქორწინებაში იმყოფება ჯოვან იოსეფთან, რომელთანაც ოთხი შვილი ჰყავს.

 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მარტინს სასამართლოსთან აქვს საქმე, რადგან მომღერლის წინააღმდეგ საჩივარი ყოფილმა მენეჯერმა, რებეკა დრუკერმაც შეიტანა და ცნობილ მომღერალს ტოქსიკურ ქცევაში ადანაშაულებს.

 

წყვილმა 2017 წელს იქორწინა. პირველი შვილები, ტყუპი – ვალენტინო და მატეო სუროგატი დედის დახმარებით ეყოლათ. მაშინ რიკი მარტინი ამბობდა, რომ ეს ყველა წესის დაცვით, სააგენტოებისა და ადვოკატების ჩართულობით გააკეთა.

 

 

 

ენრიკე მარტინ მორალესი, უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით რიკი მარტინი პუერტორიკოელი მომღერალი და მსახიობია. 1984-1989 წლებში მღეროდა ჯგუფ „Menudo“-ში. 1990 წლიდან დაიწყო მისი სოლო კარიერა. 1999 წელს მისი ალბომი „Ricky Martin“ აშშ-ში გაყიდვების ლიდერი გახდა, ხოლო მთლიანად მსოფლიოში ამ ალბომის 27 მილიონი ასლი გაიყიდა.

 

big_banner
არქივი