logo_geo
როგორ აღნიშნეს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ
- +

6 ივლისი. 2022. 12:38

 

დაუჯერებელია! მაგრამ, როგორც ჩანს, მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ოჯახის თაყვანისმცემლებს პრინცი არჩის ნახვის უფლება მისცეს. გუშინ, 5 ივლისს, ქსელში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის იშვიათი კადრები მოხვდა. ისინი აჩვენებენ პატარა არჩის, რომელიც მაისში 3 წლის გახდა, ხელში დროშა და ტკბილეული უჭირავს. მეგან მარკლი შვილის გვერდით შენიშნეს: ჰერცოგინია ჩამოჯდა და შარვალი გაისწორა.

 

 

 

მეგანმა დღესასწაულისთვის კომფორტული შავი ბამბის შარვალი, თეთრი ზედა და ყავისფერი ქუდი აირჩია. ხელზე კი, როგორც ყოველთვის, „კარტიეს“ საათი ბრწყინავდა – სამკაული, რომელიც ლედი დის ეკუთვნოდა.

 

პრინცი ჰარი ცოლ-შვილის გვერდით იდგა, მაქსიმალურად თავისუფლად ეცვა და ბეისბოლის ქუდი ეხურა. პატარა ლილიბეტი არ ჩანდა - წყვილის ერთი წლის ქალიშვილი ალბათ ძიძასთან ერთად დარჩა სახლში.

big_banner
არქივი