logo_geo
„თქვენ იქნებით შესანიშნავი მშობლები!“- ჰეილი და ჯასტინ ბიბერებს გულშემატკივრები ამხნევებენ
- +

6 ივლისი. 2022. 16:05

კანადელმა პოპ-მომღერალმა და მისმა მეუღლემ, ჰეილის ბიძაშვილის შვილთან ერთად იპოზირა. ჯასტინმა პატარასთან შესახვედრად ჩაიცვა ზოლიანი პერანგი, ისეთივე შარვალი და თეთრი მაისური. ბიბერი ასევე ზეთისხილისფერი კეპით პოზირებდა. ჰეილის ნაცრისფერი სვიტერი ეცვა. გულიანად ეხუტებოდა ბავშვს და ლოყაზე კოცნიდა.

 

„მიყვარს რივერის ბავშვი“, - დარწმუნდა ჯასტინი. „რა საყვარელი ბავშვია!“, „თქვენ იქნებით მშვენიერი მშობლები!“, „მომხიბლავი“, „თქვენ ძალიან ბედნიერი ხართ ბავშვის გვერდით“, „ველოდებით ბავშვის გაჩენას“, - უწერდნენ კომენტარებს ერთგული ფანები. იმისდა მიუხედავად, რომ ბიბერები მართლაც შესანიშნავად გამოიყურებიან მშობლების როლში, ისინი ჯერ არ ფიქრობენ შვილებზე. როგორც ჰეილიმ თქვა, წელს წყვილი სხვა მიზნებზეა ორიენტირებული. ალეკ ბოლდუინის დისშვილი საკუთარ კოსმეტიკურ ბრენდზე მუშაობითაა დაკავებული და ჯანმრთელობაზეა ორიენტირებული. თავად ჯასტინს ცოტა ხნის წინ სახის ნერვის დამბლა დაემართა. მომღერალმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ყველა კონცერტი გააუქმა და მკურნალობა დაიწყო. ჰეილი ქმარს სწრაფად გამოჯანმრთელებაში ეხმარება.

 

 

 

big_banner
არქივი