logo_geo
„ფართოდ დახუჭული თვალები" - ნიკოლ კიდმანს ფანები გამოეხმაურნენ
- +

7 ივლისი. 2022. 16:39

55 წლის ნიკოლ კიდმანი პარიზში მოდის კვირეულს ესტუმრა. მსახიობმა თავისთვის მოულოდნელი იმიჯი აირჩია. ჰოლივუდელი "დივა" ცნობილია ქალურობაზე ხაზგასმის სიყვარულით. წითელ ხალიჩაზე ნიკოლი ბრწყინავს საოცრად ლამაზ კაბებში, სადაც ის ირჩევს წელზე აქცენტს, მოშვებულ სილუეტს და რომანტიკულ ჭრილებს. თუმცა, ამჯერად ვარსკვლავმა გადაწყვიტა თავის ამ ჩვევაზე უარი ეთქვა. ნიკოლი ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა, როცა ჩვენებამდე „Balenciaga“-ს ატელიედან გამოდიოდა.

 

მსახიობი გამოჩნდა იმიჯში, რომელშიც კიმ კარდაშიანის, ან ბელა ჰადიდის წარმოდგენა უფრო ადვილი იქნებოდა. ცნობილ ავსტრალიელს შავი ბოდე და ღია ფერის თავისუფალი ჯინსი ეცვა. მას თმა აწეული, დაუდევრად შეკრული ჰქონდა და მინიმალური მაკიაჟი გამოირჩეოდა. თუმცა, „Balenciaga“-ს სათვალე, რომელიც უცნაურ შავ ნიღაბს ჰგავს, ვარსკვლავის სამოსის მთავარ დეტალად იქცა.

 

მსახიობის თაყვანისმცემლებმა მაშინვე დაიწყეს მისი ახალი იმიჯის განხილვა. „ეს სითამამეა, თუმცა ცოტა უცნაური“, „მოულოდნელია, მაგრამ მაგარია", "მაინტერესებს, ხედავთ თუ არა რამეს ასეთ სათვალეებში?"- წერდნენ ბლოგერები. ზოგს გაახსენდა სტენლი კუბრიკის ფილმი „Eyes Wide Shut“, რომელშიც ნიკოლმა ტომ კრუზთან განქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე ითამაშა. "ფართოდ დახუჭული თვალები. პატარავ, საშიში ხარ!“, „მაშინვე მომინდა ამ ფილმის ხელახლა ყურება!“ –წერდნენ მსახიობის თაყვანისმცემლები.

 

 

big_banner
არქივი