logo_geo
მხოლოდ ორისთვის: დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ვენეციაში
- +

8 ივლისი. 2022. 13:51

 

დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა ცოტა ხნის წინ ქორწინების 23 წლის იუბილე აღნიშნეს. დღესასწაულთან დაკავშირებით, წყვილი ვენეციაში გაემგზავრა. რეპორტიორებმა მათი რამდენიმე ფოტოს გადაღება გონდოლით გასეირნებისას მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ნავით გასეირნებისთვის სამოსი ორივემ შეარჩია მსგავს პალიტრაში. დევიდი ყვითელ მაისურში და თეთრ შარვალში იყო, გამოსახულებას ქამარი და სათვალე ავსებდა. ვიქტორიამ რომანტიკული გასეირნებისთვის აირჩია გრძელი ლიმონისფერი კაბა, დიდი სათვალე, ლაკონური ჩანთა და თეთრი სანდლები თასმებით.

 

big_banner
არქივი