logo_geo
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია“-ჯონი დეპმა $50 მილიონზე მეტი შემოწირულობა გაიღო ბავშვთა საავადმყოფოებისთვის
- +

8 ივლისი. 2022. 13:52

ჯონი დეპმა შემოწირულობა გაიღო რამდენიმე ბავშვთა საავადმყოფოს ფონდისთვის. 59 წლის ჰოლივუდის მსახიობმა საკუთარი ორგანიზაციის ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხა გამოყო. Depp's Never Fear Truth-ის საზოგადოებამ ფული გაყო პერტის, ლონდონისა და ლოს-ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფოების ფონდებს შორის. პერტის ბავშვთა საავადმყოფოს ფონდმა მადლობა გადაუხადა NFT საზოგადოებას გულუხვობისთვის.

 

„დიდი მადლობა ავადმყოფი ბავშვების მხარდაჭერისთვის, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიღებული თანხები მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ოჯახებსა და თავად ბავშვებზე“, - აცხადებს დაწესებულების ხელმძღვანელობა.

ჯონი დეპის ორგანიზაცია Never Faith Truth-მა მსახიობის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა:

 

"ჯონი დეპის NFT ყოველთვის იყო საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და ყველა გაჭირვებულის მხარდასაჭერად", - აღნიშნა Never Faith Truth-მა.

 

შემოწირულობა იქნა გაღებული ჯონი დეპსა და ემბერ ჰერდს შორის გახმაურებული სამართლებრივი ბრძოლის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ. ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები“-ს მონაწილე მსახიობმა ცილისწამების საქმე მოიგო და ყოფილი მეუღლისგან კომპენსაციას ელოდება. სასამართლო პროცესის დროს გაირკვა, რომ ჰერდმა არ შეასრულა დაპირება, ქველმოქმედებისთვის 3,5 მილიონი დოლარის შემოწირულობაზე. 2018 წელს ემბერმა RTL Late Night-ზე გამოაცხადა, რომ მან 7 მილიონი დოლარი შესწირა. თუმცა, შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ლოს-ანჯელესის საავადმყოფოებში დარიცხვა არ მიუღიათ.

 

 

 

big_banner
არქივი