logo_geo
კამერონ დიასმა გაიხსენა, თუ როგორ დააკავეს ნარკოტიკებით სავსე ჩემოდნით
- +

12 ივლისი. 2022. 16:49

 

კამერონ დიასმა Second Life პოდკასტისთვის მიცემულ ინტერვიუში მოჰყვა ისტორიას, რომელიც მას გადახდა, ვიდრე ცნობილი მსახიობი გახდებოდა. მომავალი ვარსკვლავი, აეროპორტში, ნარკოტიკებით სავსე ჩემოდნით დააკავეს. იმ დროს იგი წარუმატებლად ცდილობდა სამოდელო კარიერის გაკეთებას პარიზში და არ ჰქონდა სამსახური.

 

„ერთი წელი ვიცხოვრე პარიზში და არც ერთი დღე არ მიმუშავია. მე ვერ ვიპოვე სამუშაო, რომ გადავრჩენილიყავი“, - აღიარა მან.

 

ცოტაოდენი ფული რომ ეშოვნა, კამერონმა გადაწყვიტა, საეჭვო საქმეზე დათანხმებულიყო. მას სთხოვეს მაროკოდან ჩემოდნის გატანა, რომლის გახსნაც არ შეიძლებოდა. თუმცა, როგორც აეროპორტში ბარგის შემოწმებისას გაირკვა, ჩემოდანში ნარკოტიკი იყო.

 

„რა ჯანდაბაა ამ ჩემოდანში?“. მე ვარ ქერა, ცისფერთვალება გოგონა მაროკოდან, დახეული ჯინსით და პლატფორმაზე ჩექმებით, გაშლილი თმით. მართლაც სახიფათო იყო“, - იხსენებს მსახიობი. დიასმა განაცხადა, რომ ეს მისი ნივთები არ იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა, ვის ეკუთვნოდა. ეს იყო უსაფრთხოების მკაცრ ზომებამდე, რომელიც ახლაა აეროპორტებში, ამიტომ მაშინ კამერონი არ დასაჯეს.

 

ამ ინციდენტიდან მალევე, კამერონ დიასმა გადაწყვიტა, ძალები კინოში ეცადა და მონაწილეობა მიიღო სადებიუტო ფილმში „ნიღაბი“. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ანა ნიკოლ სმიტი განიხილებოდა ამ როლზე, მენეჯერმა კამერონ დიასი დაარწმუნა, რომ მონაწილეობა მიეღო სინჯებში. თავად დიასი არ იყო დარწმუნებული წარმატებაში, თუმცა, მან შთაბეჭდილება მოახდინა რეჟისორ ჩაკ რასელზე და მიიღო როლი, რამაც იგი ცნობილი გახადა.

 

2014 წელს დიასმა მსახიობობიდან წასვლის შესახებ განაცხადა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იგი კინოში დაბრუნდებოდა Netflix-ის ახალ ფილმში, სახელწოდებით „Back in Business“.

 

 

 

big_banner
არქივი