logo_geo
ბრედლი კუპერმა საბოლოოდ მიატოვა ირინა შეიკი და ახლა პოლიტიკოსთან აქვს რომანი
- +

13 ივლისი. 2022. 18:44

ახალი ცნობილი წყვილი დაიბადა! რუს მოდელ ირინა შეიკთან დაშორების შემდეგ მსახიობი ბრედლი კუპერი საბოლოოდ ისევ შეყვარებულია. ჰოლივუდის სუპერვარსკვლავის გული მოიგო არა ლედი გაგამ, არამედ გავლენიანმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, ჰუმა აბედინმა. The New York Post იყო პირველი, ვინც გამოაქვეყნა ეს iინფორმაცია ექსკლუზიურად.

 

რამდენიმე ინსაიდერის თქმით, ჰილარი კლინტონის ყოფილი თანაშემწე კუპერს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური მაჭანკლის როლს ასრულებდა.

 

"ანამ ნამდვილად მაჭანკლის როლი ითამაშა", - ამბობს New York Post-ის წყარო. "ის ბრედლის საუკეთესო მეგობარია და უბრალოდ, ჰუმა უყვარს. ისინი იდეალურები არიან ერთმანეთისთვის. არც ერთი არ არის გულგრილი ძალაუფლების მიმართ, უყვართ პოლიტიკა და სოციალური აქტივიზმი“.

 

 

big_banner
არქივი