logo_geo
„განუყოფელი კავშირი“: ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის წინააღმდეგობის მიუხედავად, ურთიერთობს თავის ქალიშვილთან, შაილოსთან
- +

14 ივლისი. 2022. 13:58

 

 

 

58 წლის ბრედ პიტს და მის 16 წლის ქალიშვილ შაილოს ახლო ურთიერთობა და ბევრი საერთო აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა ჯოლი პრაქტიკულად ბავშვებს მამის ნახვის უფლებას არ აძლევს, ბრედი ახერხებს საკუთარ ქალიშვილთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებას. ფილმ „მოკავშირეების“ მსახიობს შაილო განსაკუთრებით უყვარს და დარწმუნებულია, რომ მათ ბევრი საერთო აქვს.

 

„ის ყველაზე მეტად შაილოსთან ურთიერთობს. ისინი ერთნაირები, ძალიან მხიარულები და გულწრფელები არიან. მათ განუყოფელი კავშირი აქვთ“, - განაცხადა მსახიობთან დაახლოებულმა პირმა.

 

ანჯელინას და ბრედს ექვსი საერთო შვილი ჰყავთ - სამი ბიოლოგიური და სამი ნაშვილები: 20 წლის მედოქსი, 18 წლის პაქსი, 17 წლის ზაჰარა, 16 წლის შაილო და 14 წლის ტყუპი - ნოქსი და ვივიენი. ყველაზე ხშირად პიტი გენეტიკურ შვილებთან ურთიერთობს. ამ დღეებში მსახიობი რომის აეროპორტში შენიშნეს. იტალიის დედაქალაქში, ანჯელინა ფილმს, „სისხლის გარეშე“, იღებს. ინსაიდერების თქმით, ბრედი ტყუპის დაბადების დღის მისალოცად ჩავიდა. 12 ივლისს ვივიენი და ნოქსი 14 წლის გახდნენ. ჯოლისა და პიტის განქორწინებიდან ექვსი წლის შემდეგ, ბავშვების მეურვეობისთვის ბრძოლა გრძელდება. ბრედის თქმით, ანჯელინა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პროცესი გადაიდოს. მსახიობი არ აპირებს დანებებას და ყველაფრისთვის მზადაა, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს კომუნიკაცია მამასა და შვილებს შორის.

 

 

big_banner
არქივი