logo_geo
სარა ჯესიკა პარკერი: მე ვიცი, როგორც გამოვიყურები. არ მაქვს არჩევანი. უნდა შევწყვიტო დაბერება?
- +

14 ივლისი. 2022. 16:57

 

 

სარა ჯესიკა პარკერი 2000-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, საინტერესო გარეგნობის და გამორჩეული ნიჭის ქალი იყო, რომელმაც საზოგადოების სიყვარული უმალ მოიპოვა. მსახიობი ახლა 50 წელზე მეტისაა. ის იშვიათად თამაშობს ფილმებში, თუმცა წელს იგი დაბრუნდა ცნობილი სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“, გადაღებებზე. მიუხედავად საყოველთაო სიყვარულისა, მსახიობის ფოტოებმა „Vogue“-ის გარეკანზე უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. გულშემატკივრებმა მკვეთრად გააკრიტიკეს სარას გარეგნობა, რადგან ძალიან დაბერებულად მიიჩნიეს. თავად სარამ, მათ ღირსეულად უპასუხა კრიტიკაზე:

 

„ვფიქრობ, რევოლუციურია სერიალის გადაღება შუახნის ქალებზე, მათი დაბერებული სხეულებით. ქალებთან მიმართებაში არის უამრავი გამონათქვამი, რომელიც არასოდეს იქნება მიმართული მამაკაცის მიმართ. ჭაღარა, ჭაღარა, ჭაღარა... მე ვზივარ ენდი კოენთან ერთად, ის სულ გაჭაღარავებულია, მაგრამ ელეგანტურია. მისთვის შეიძლება?“

 

 

განსაკუთრებით სოციალურ მედიაში ყველას რაღაც აქვს სათქმელი: „მას აქვს ძალიან ბევრი ნაოჭი“, „მას არ აქვს საკმარისი ნაოჭი“. როგორც ჩანს, ადამიანებს არ უნდათ, რომ საკუთარი თავი გვიყვარდეს. მათ მოსწონთ, როცა გვტკივა, თუ ვინ ვართ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ვირჩევთ ბუნებრივად დაბერებას. არჩევანი არ მაქვს. რა უნდა გავაკეთო? შევწყვიტო დაბერება? გავქრე?“

 

 

big_banner
არქივი