logo_geo
Amazon-მა „ძალაუფლების ბეჭდების“ ახალი თრეილერი გამოაქვეყნა
- +

14 ივლისი. 2022. 17:39

 

 

Amazon-მა სერიალის „ძალაუფლების ბეჭდების“ ახალი თიზერ-თრეილერი გამოაქვეყნა. ვიდეოში, რომელიც 2 წუთი და 30 წამი გრძელდება, მაყურებლისთვის როგორც პიტერ ჯექსონის ფილმებიდან ცნობილი, ასევე ახალი პერსონაჟები ჩნდებიან.

 

სერიალის მოვლენები პიტერ ჯექსონის ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე განვითარდება და ჯონ ტოლკინის ნაწარმოებზეა დაფუძნებული.

 

სერიალის შოურანერები ჯონ დი პეინი და პატრიკ მაკკეი განმარტავენ, რომ სიუჟეტში შუახმელეთის მორე ეპოქის ყველა გადამწყვეტი ისტორიაა თავმოყრილი: ძალაუფლების ბეჭდების შექმნა, ბნელი ლორდი საურონის აღზევება, ნუმენორის ეპიკური საგა და ელფებსა და ადამიანებს შორის უკანასკნელი ალიანსის დრამა.

 

სერიალის პრემიერა 2022 წლის 2 სექტემბერს შედგება. Amazon-ი გეგმავს სერიალის 5 სეზონი გადაიღოს. ცნობილია, რომ პირველ სეზონში 20 სერია იქნება.

 

 

big_banner
არქივი