logo_geo
რას აკეთებს ჰაიდი კლუმი, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურება
- +

14 ივლისი. 2022. 18:42

 

 

ჰაიდი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი და 4 შვილის დედაა. გაგანდობთ, თუ როგორი ვარჯიში და დიეტა ეხმარება მოდელს შესანიშნავი ფორმისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.

 

"დიეტას არასდროს ვიცავ. ამის ნაცვლად ჯანსაღ კვებას მივმართავ - მაგ: დღეს ლანჩზე თევზი მქონდა. საკმაოდ ბევრს ვჭამ, მაგრამ ყოველთვის სასარგებლოს - ბოსტნეულსა და ხილს, სალათს, ქათამსა და იოგურტს. მნიშვნელოვანი არ არის რამდენს ჭამთ, არამედ ის, თუ რა შედის თქვენს რაციონში. უარი თქვით ფასთ-ფუდზე და მაღალკალორიულ პროდუქტზე , ასე დიეტის დაცვა არ მოგიწევთ"- განმარტავს ჰაიდი.

 

ჰაიდი გამოტყდა, რომ ხანდახან ნაყინისა და პასტა ბოლონეზეს მიირთმევს. "სადილის დროს შემიძლია ცოტაოდენი პური მივირთვა სოუსით. მაგრამ არასოდეს ვსაუზმობ კრემიანი ნამცხვრებით. ბევრი დღეს ტორტითა და ფუნთუშებით იწყებს. რა თქმა უნდა, ტკბილზე ყოველთვის უარის თქმა არ შეიძლება, მაგრამ ფუნთუშების ყოველდღე ჭამა არასწორია. მე ყველიანი ტოსტი მირჩევნია" - ყვება მოდელი.

 

მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ჰაიდი საკმაოდ დიდ დროს ატარებს სამზარეულოში და ყოველთვის ცდილობს ახლობლების გაოცებას. "ჩვენ ყოველთვის ახლადმომზადებულ კერძებს მივირთმევთ. ეს შეიძლება იყოს კოქტეილი მაკარონთან, ბოსტნეული ან თევზი მწვანე ლობიოსთან და კარტოფილის პიურესთან. ხანდახან ვამზადებ შნიცელს ბროკოლით. ყოველდღე განსხვავებული მენიუ გვაქვს და ჩემს შვილებს ეს მოსწონთ".

 

ჯანსაღ დიეტას ჰაიდი რეგულარულ ვარჯიშებს ურთავს. "სპორტით დაკავებული ვარ კვირაში ორჯერ და უპირატესობას ვანიჭებ სირბილს. ვფიქრობ, ძალიან ხშირი ვარჯიში არასწორია: სჯობს ივარჯიშო იშიათად, მაგრამ რეგულარულად" - ამბობს სუპერმოდელი.

 

ჩვეულებრივ ცხოვრებაში ჰაიდი იშვიათად იყენებს კოსმეტიკას და არ ერიდება ინსტაგრამზე უმაკიაჟო ფოტოების გამოქვეყნებას. კლუმი დარწმუნებულია, რომ ჯანმრთელი და ლამაზი კანის საიდუმლო სწორი კვება და დატენიანებაა. "დალიეთ ბევრი წყალი და არ გაიკეთოთ ხშირად მაკიაჟი" - გირჩევთ ჰაიდი კლუმი.

big_banner
არქივი