logo_geo
„მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო" - გაიცანით 93 წლის ბლოგერი, რომელსაც სოციალურ ქსელებში 3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს
- +

16 ივლისი. 2022. 01:52

 

 

დღეს თითქმის ყველა ადამიანს აქვს პირადი ანგარიში „ინსტაგრამზე“, თუმცა არ ვთვლით მოხუცებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში დროს იშვიათად ატარებენ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მოხუცი იმდენად პოპულარული ხდება, რომ მილიონებსაც კი გამოიმუშავებს.

 

ამერიკელი ჰელენ ვან ვინკლ ჰანი არღვევს ყველა სტერეოტიპს ასაკის, სილამაზისა და პოპულარობის შესახებ. 93 წლის ქალი აქტიურადაა ჩართული მისი „ინსტაგრამის“ მუშაობაზე, თანამშრომლობს სხვადასხვა ბრენდთან და ჰყავს წარმოუდგენლად დიდი აუდიტორია.

 

ჰელენ ვან ვინკლ ჰანი 1928 წელს დაიბადა. მაშინ სოციალურ ქსელებსა და ამ გზით ფულის შოვნაზე არავინ ფიქრობდა.

 

ქალი გაიზარდა ფერმაში, სადაც ბავშვები მხიარულობდნენ ტექნიკისა და ინტერნეტის გარეშე. მალე ჰანი მეზობელ სახელმწიფოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გაიცნო მომავალი ქმარი და სამსახურიც იპოვა.

 

ჰელენმა თავისი ცხოვრების 25 წელზე მეტი დაუთმო ტრანსნაციონალურ კორპორაციას Dresser Industries. ის მოსიყვარულე ცოლი და დედა იყო, სახლის საქმეებს აკეთებდა, ბაღს უვლიდა და თავისუფალ დროს ეკლესიაში დადიოდა. სამწუხაროდ, ის დაქვრივდა ქორწინების 35 წლის თავზე. მისი ქმარი ავტოავარიაში მოყვა. ქალმა შვილიც დაკარგა, რომელიც მძიმე ავადმყოფობის გამო 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ამ პერიოდში ქალმა დაიწყო ექსტრავაგანტური სამოსის და დახვეწილი მაკიაჟის ტარება, მისმა შვილიშვილმა კი ბებიას ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მეორე დღეს ჰელენის შვილიშვილი გახარებული მივარდა მასთან და ენთუზიაზმით გამოაცხადა, რომ უამრავმა ადამიანმა გამოიწერა მისი Instagram-ის გვერდი.

 

ქალმა ზედმეტსახელად აირჩია სიტყვა baddie. მისი თქმით, ინტერნეტში ასეთი სახელი საუკეთესო საშუალება იყო მისი მეამბოხე სულის გადმოსაცემად.

 

ასე დაიწყო გავლენიანი ჰელენ ვან ვინკლ ჰანის წარმოუდგენელი კარიერა. თანამშრომლობის შეთავაზება მოდური ბებიისთვის კოსმეტიკისა და ტანსაცმლის მსოფლიოში ცნობილმა ბრენდებმა დაიწყეს.

 

დღეს მის შემოქმედებით საქმიანობას 3 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებს თვალს.

 

 

big_banner
არქივი